ანტონ სუროჟელი
მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი (რუს. Митропролит Антоний Сурожский; საერო სახელი ანდრეი ბორისის ძე ბლუმი; რუს. Андрей Борисович Блум; დ. 19 ივნისი, 1914 — გ. 4 აგვისტო, 2003) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და მქადაგებელი. აბერდინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის საპატიო დოქტორი, მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიათა საპატიო დოქტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაანდრეი ბლუმი დაიბადა 1914 წლის 19 ივნისს, ლოზანაში, შვეიცარიაში. დედის მხრიდან, მისი ძმისშვილი იყო ცნობილი კომპოზიტორი ალექსანდრე სკრიაბინი. ბავშვობა რუსეთსა და ირანში გაატარა. მისი ოჯახი 1923 წელს გადასახლდა ევროპაში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ბიოლოგიური და სამედიცინო ფაკულტეტი.
1939 წლიდან ფრონტის ხაზზე საფრანგეთის არმიის ქირურგად მსახურობდა. 1943 წლის 16 აპრილს აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად ანტონი. საფრანგეთის ოკუპაციის წლებში აგრძელებდა ქირურგობას ანტიფაშისტურ, წინააღმდეგობის მიწისქვეშა ორგანიზაციაში. სამედიცინო კარიერა გააგრძელა 1948 წლამდე, მანამ სანამ მიტროპოლიტმა სერაფიმე ლუკიანოვმა ხელი არ დაასხა მღვდლად.ხელდასხმის შემდეგ მამა ანტონი მსახურობდა ლონდონის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრებში. 1957 წელს შედგა მისი საეპისკოპოსო ქიროტონია და დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარქატის ვიკარად. 1966 წლიდან აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარქოსად. მიტროპოლიტი ანტონი გარდაიცვალა 2003 წლის 4 აგვისტოს, ლონდონში. დასაფლავებულია ბრომპტონის სასაფლაოზე, ლონდონში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Кырлежев А. Мистик в миру // Там же. 2003. № 117.