ანტონ ინგოროყვა
ანტონ ინგოროყვა (დ. 8 იანვარი/თებერვალი, 1948, სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი.
ანტონ ინგოროყვა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 იანვარი, 1948 |
დაბადების ადგილი | მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1971-1974 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამ უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, საქართველოს ალკკ თბილისის ნაძალადევის რაიკომის პირველი მდივანი. 1975-1990 წლებში იყო თბილისის მეტროპოლიტენის პარტიული კომიტეტის მდივანი, საქართველოს კპ თბილისის ჩუღურეთის რაიკომის განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი, ნაძალადევის რაიკომის მეორე მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგე, ჩუღურეთის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, 1991 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1999- 2000 იყო წლებში საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.