ანტონ დუმბაძე (მხატვარი)

ანტონ დუმბაძე (დ. 7 იანვარი, 1933, შემოქმედი — გ. 25 ნოემბერი, 1998) — ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1984), ღირსების ორდენის კავალერი (1998).

ანტონ დუმბაძე
დაიბადა 7 იანვარი, 1933
დაბადების ადგილი შემოქმედი, საქართველოს სსრ
გარდაიცვალა 25 ნოემბერი, 1998 (65 წლის)
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანტონ დუმბაძე დაიბადა 1933 17 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იმავე წლიდან შრიფტის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში მხატვრად მუშაობდა. 1960-1988 წლებში საწერი მანქანებისა და სააფიშო 18 სატექსტე და 30 სატიტულო შრიფტი შექმნა და წარმოებაში დანერგა. აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით ქართული შრიფტის ახალი გარნიტური — „უნივერსიტეტი“ შექმნა და ძველი (მრგლოვანი, ნუსხური) და ახალი (მხედრული) ქართული ასოები დახატა იმ ვარაუდით, რომ საჭირო შემთხვევაში ისინი ერთმანეთში გაერიათ.[1] მის მიერ შექმნილ სხვა შრიფტებს შორის აღსანიშნავია: „ლიტერატურული“, „კოლხეთი“, „ენციკლოპედიური“ (ამ შრიფტის წყალობით ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ტომების რაოდენობა 16-დან 11-მდე შემცირდა), „ნაკადული“, „გორდა“, „აკადემიური“, „ილია“, „ილია II“. ასევე მუშაობდა დაზგურ გრაფიკაშიც.

1972 წლიდან შრიფტის ექსპერიმენტული ლაბორატორიის გამგე იყო. 1984 წელს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. 1990 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.

1997 წელს ანტონ დუმბაძემ ახალი ქართული ენციკლოპედიის კომპიუტერული შრიფტიც დაამუშავა, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას არც კომპიუტერი გააჩნდა და არც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. 1998 წელს მხატვარი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, ორი დღის შემდეგ კი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დანელია, კ, სარჯველაძე, ზ,, აკაკი შანიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1987.