ანტონიო კანდრევა

იტალიელი ფეხბურთელი

ანტონიო კანდრევა (იტალ. Antonio Candreva; დ. 28 თებერვალი, 1987, რომი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი. სერია A-ს საფეხბურთო კლუბ „სალერნიტანას“ მარჯვენა ნახევარმცველი და მარჯვენა გარემარბი.

ანტონიო კანდრევა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტონიო კანდრევა
დაბადების
თარიღი
2 აპრილი, 1987 (1987-28-02) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
რომი, იტალია
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სალერნიტანა
ნომერი 87
ახალგაზრდული კარიერა
2002–2003 ლოდიჯანი
2003–2004 ტერნანა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2007 ტერნანა 47 (0)
2007–2008 უდინეზე 3 (0)
2008–2010   ლივორნო 52 (2)
2010   იუვენტუსი 16 (2)
2010–2011   პარმა 31 (3)
2011–2012   ჩეზენა 18 (2)
2012–2013   ლაციო 50 (9)
2013–2016 ლაციო 101 (32)
2016–2021 ინტერი მილანი 124 (12)
2020–2021   სამპდორია 35 (5)
2021–2023 სამპდორია 36 (7)
2022–2023   სალერნიტანა 35 (7)
2023– სალერნიტანა 1 (2)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 იტალია 18-წლ. 6 (0)
2005–2006 იტალია 19-წლ. 9 (1)
2005–2008 იტალია 20-წლ. 13 (4)
2008–2009 იტალია 21-წლ. 8 (0)
2009–2018 იტალია 54 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 აგვისტო, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 მარტი, 2018

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ანტონიომ თავისი საფეხბურთო კარიერა „ლოდიჯიანში“ დაიწყო, საიდანაც მერე სერია ც-ს კლუბ „ტერნანაში“ გადავიდა. აქ მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა, თუმცა სხვა კლუბები უკვე ინტერესდებოდნენ მითი.

ზაფხულს 2007 წელს კანდრე „უდინეზეში“ გადავიდა, სადაც უმეტესწილად პრიმავერას გუნდში იყო და მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოუწია დიდ გუნდში. 2008-2009 სეზონის დაწყებამდე „უდინეზემ“ იგი იჯარით „ლივორნოში“ გაუშვა. ტოსკანურ კლუბში პირველ სეზონში ძალზედ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ასევე მიდი დიდი დამსახურებით „ლივორნო“ სერია A-ში დაბრუნდა, რის გამოც კლუბმა კიდევ ერთი სეზონით დაიტოვა კანდრევა.

2010 წლის იანვარს „იუვენტუსმა“ ანტონიო 6 თვით არედნით წაიყვანა, გამოსყიდვის უფლებით 6,5 მილიონ ევროდ, თუმცა მისი დებიუტი ტურინში აშკარად ვერ შედგა.

სეზონის ბოლოს კი იგი უკვე „პარმაში“ წავიდა იჯარით, სადაც ისევ თავი გამოიჩინა, თუმცა „პარმამ“ ვერ გამოისყიდა და იგი ისევ „უდინეზეს“ დაუბრუნდა. 2011-2012 წლის სეზონის დაწყებამდე კი იგი ისევ იჯარით „ჩეზენაში“ გადავიდა, სადაც ასევე კარგად ასპარეზობდა.

იანვრის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს კი „ლაციომ“ და „ჩეზენამ“ ბარტერი განახორციელეს, კანდრევა „ლაციოს“ ფეხბურთელი გახდა, სიმონე დელ ნერო კი „ჩეზენაში“ გაუშვეს.

„ლაციოში“ პირველი გოლი მან „ნაპოლის“ კარში გაიტანა და კურვა ნორდის ტრიბუნასთან აღნიშნა, რის გამოც დიდი მოწონება დაიმსახურა „ლაციოს“ ფანებისგან. ანტონიომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა „ლაციოში“ და ზაფხულში რომაულმა კლუბმა იგი გამოისყიდა „უდინეზესგან“. 2012-2013 სეზონიც კარგად დაიწყო კანდრესთვის, მან „პალერმოს“ უბრწყინვალესი გოლი გაუტანა, „ლაციომ“ კი 3:0 მოიგო ის შეხვედრა. შემდეგ იყო „მილანთან“ თამაში, სადაც ანალოგიურად ულამაზესი გოლი გაიტანა და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ერთი სიტყვით კანდრევამ „ლაციოში“ გადასვლით ბევრი მოიგო, რაც მთავარია მისი კარგი თამაში არც ჩეზარე პრანდელის გამოეპარა და იგი ნაკრებში გამოიძახა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველად 2009 წლის 14 ნოემბერს ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშა.[1]

მაისში 2010-ის მსოფლიო ჩემპიონატის პრე-კომპანიაზე ანტონიო 30-კაციან სიაში იყო, თუმცა მთავარ ტურნირზე მაინც ვერ მოხვდა. ლაციოში კარგი თამაშის წყალობით 2012 წელს პრანდელიმ იგი ნაკრებს დაუბრუნა, რის გამოც ანტონიომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მან ლაციოში თავისი თავი იპოვა და ფეხბურთის ძველი გემო დაიბრუნა. სადებიუტო გოლი ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ხორვატიას გაუტანა.

მიღწევები

რედაქტირება
ლაციო

სნაკრებო

რედაქტირება
იტალია U21
  • ტულონის ტურნირი: 2008

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • სერია A-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორი: ოქტომბერი 2021[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AIC · AS.com · eu-football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · Kooora · National Football Teams.com · Olympedia · Soccerway · Transfermarkt · TuttoCalciatori.Net · worldfootball.net