ანტონიო დე მენდოსა

ანტონიო დე მენდოსა-ი-პაჩეკო (Antonio de Mendoza y Pacheco; დაიბადა დაახ. 1490-სა და 1493 წლებს შორის, მონდეჰარში ან ალკალა-ლა-რეალში, ესპანეთი — გარდაიცვალა 1552 წლის 21 ივლისს, ლიმა, პერუ) — ახალი ესპანეთის პირველი ვიცე-მეფე.

ანტონიო დე მენდოსა-ი-პაჩეკო
ანტონიო დე მენდოსა-ი-პაჩეკო
ანტონიო დე მენდოსა
ახალი ესპანეთის ვიცე-მეფე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1535 წლის 14 ნოემბერი – 1550 წლის 25 ნოემბერი
მემკვიდრელუის დე ველასკო

პერუს ვიცე-მეფე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1551 წლის 12 სექტემბერი – 1552 წლის 21 ივლისი
წინამორბედიპედრო დე ლა გასკა (მ.შ.)
ბლასკო ნუნიეს ველა
მემკვიდრემელჩორ ბრავო დე სარავია-ი-სოტომაიორი (მ.შ.)
ანდრეს ურტადო დე მენდოსა

დაბადებული1493
მონდეჰარი, ესპანეთი
გარდაცვლილი1552 წლის 21 ივლისი
ლიმა, პერუ
რელიგიაკათოლიციზმი

ესპანეთის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი, მარკიზ დე სანტილიანის შვილთაშვილი. 1535 წელს ერნან კორტესმა მენდოსა გაგზავნა დაპყრობილ ტერიტორიებზე ვიცე-მეფის ტიტულით. ის ცდილობდა ღირსეულად წარმოეჩინა კარლ V, როგორც სამართლიან მოსამართლეს, სამეფო ხაზინის გამგებელს, მთავარსარდალსა და კათოლიკური ეკლესიის ქომაგს.

1539 წელს მენდოსამ ფლოტი გაგზავნა მოლუკსების კუნძულებიდან სამხრეთით მდებარე კუნძულების აღმოსაჩენად, სადაც მღვდლების როლში მას თან მიჰყვებოდნენ იერონიმო ხიმენესი, სებასტიან დე ტრას სიერა, ბერი ალონსო დე ალვარადო, რომლებიც ინდოეთშიც იყვნენ და 9-წლიანი მოგზაურობის შემდეგ პორტუგალიის გავლით ესპანეთში დაბრუნდნენ, შემდეგ კი — კვლავ მექსიკაში[1].

მის დროს (1542 წელს) ნუნიო დე გუსმანმა ჩაახშო ინდიელების აჯანყება (es:Guerra del Mixtón), ფრანსისკო ვასკეს დე კორონადომ კი შეისწავლა ახლანდელი აშშ-ს სამხრეთი ტერიტორიები.

მენდოსამ მექსიკაში კარგი სახელი დაიტოვა, რადგანაც მას სურდა ინდიელების ბედის შემსუბუქება და მზად იყო ნებისმიერი მათი საჩივრის მოსასმენად. მან დააწესა შახტებში მუშაობის ზღვრული ხანგრძლივობა, ის მოითხოვდა, რომ ინდიელებისთვის შესაფერისად გადაეხადათ მათი შრომისთვის, ზღუდავდა მათი მიწების დაპყრობას. მის დროს მექსიკაში დაიწყო წიგნების ბეჭდვა, გაიხსნა მეხიკოს უნივერსიტეტი, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გაუმჯობესდა გადასახადების მოგროვება.

თავისი 15-წლიანი მმართველობის პერიოდში მენდოსამ მექსიკას მშვიდობა და სიწყნარე მისცა. არცერთ შემდგომ ვიცე-მეფეს არ უმართავს მექსიკა მასზე უფრო დიდ ხანს. 1551 წელს მეფემ ის პერუს ვიცე-მეფედ დანიშნა, მაგრამ მან ძლივს მოახერხა თავისი ახალი სამფლობელოების შემოვლა, როდესაც ლიმას მიაღწია, ის გარდაიცვალა. ანტონიო დე მენდოსა ქალაქის კათედრალურ ეკლესიაში დაასაფლავეს, ფრანსისკო პისაროს გვერდით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Cronica de la Orden de los PP. ERMITANOS AGUSTINOS, 1569