ანტონიო ალვეს დოს სანტუსი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ანტონიო ალვეს დოს სანტუსი}} |
ანტონიო ალვეს დოს სანტუსი (პორტ. Antônio Alves dos Santos) იგივე ვოლტა სეკა (Volta Seca) (დ. წელი უცნობია, სოფ. საკო ტორტო, იტაბაიანა, სერჟიპი — გ. 2 თებერვალი, 1997, ლეოპოლდინა) — ბრაზილიელი ყაჩაღი და მუსიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაანტონიო ალვეს დოს სანტუსის ადრეული ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, რასაც, მოგვიანებით, თავადაც უწყობდა ხელს სხვადასხვა მითების გავრცელების მეშვეობით. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ერთი ვერსიით, იგი 1911 წელს, ხოლო სხვა ცნობებით-1918 წელს დაიბადა, სერჟიპის შტატში. ბავშვობა სოფელში გაატარა. 11-12 (სხვა ვერსით-14) წლის ასაკში, დედინაცვლის მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამო, სახლიდან გაიქცა და შეუერთდა კანგასეირუების ბანდას, ლამპიანის მეთაურობით. არსებობს ვერსია, რომ იგი რაზმში თავად ლამპიანმა მიიწვია, კარგად სიმღერის გამო. სანტუსი რაზმის ყველაზე პატარა წევრი იყო. ერთხანს მას მხოლოდ ცხენების მოვლა და მსუბუქი საქმეები ებარა, მაგრამ, სულ რაღაც 1 წელიწადში სრულუფლებიანი კანგასეირუ გახდა-საკუთარი ცხენით, იარაღით და ამუნიციით.
უცნობია, თუ როდის, ან რატომ მიიღო სანტუსმა მეტსახელი "ვოლტა სეკა", რაც პორტუგალიურად "ხმელზურგას" ან "გაძვალტყავებულს" ნიშნავს. მუსიკალური ნიჭის და კარგად სიმღერის გამო იგი გუნდში პოპულარობით სარგებლობდა. სიმღერების ნაწილს სანტუსი თავადვე თხზავდა-როგორც მელოდიას, ისე-ტექსტს, ხან კი, უკვე არსებულს აკეთებდა თავისი გემოვნების შესაბამისად.
1932 წელს, ლამპიანთან უთანმოების გამო, სანტუსმა რაზმი მიატოვა, მაგრამ, ქალაქ გლორიასთან ახლოს, ჩასაფრებაში მოჰყვა და დააპატიმრეს. სასამართლომ თავდაპირველად 145 წელი მიუსაჯა, მაგრამ, შემდეგ შეუმოკლეს 30 წლამდე. 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი პრეზიდენტმა ჟეტულიუ ვარგასმა შეიწყალა.[1][2]
ციხიდან გამოსვლის შემდეგ სანტუსი დაოჯახდა. ჰყავდა 7 შვილი[3]. 1953 წელს კონსულტაცია გაუწია რეჟისორ ლიმა ბარეტუს, ფილმისათვის "კანგასუები"[4]. შემდეგ ლეოპოლდინაში გადასახლდა და რკინიგზაზე მუშაობდა. გარდაიცვალა 1997 წლის 2 თებერვალს, იქვე. დასაფლავებულია ესტრელა დალვაში[5].
მუსიკალური მოღვაწეობა
რედაქტირება1957 წელს ხმის ჩამწერმა სტუდიამ Todamerica გამოსცა სანტუსის სიმღერების ფირფიტა Cantigas de Lampião (ლამპიანის სიმღერები), რომელშიც ლამპიანის რაზმის 8 სიმღერა შევიდა, მათ შორის "Acorda Maria Bonita" და კანგასეირუების ჰიმნად აღიარებული "Mulher Rendeira"[6]. მისმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა სხვა მუსიკოსებზე, მათ შორის, ლუის გონზაგაზეც.
ვოლტა სეკა პოპულარულ კულტურაში
რედაქტირებაექსცენტრული ბიოგრაფიის წყალობით, სანტუსმა ჯერ კიდევ დაპატიმრებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. იგი გახდა იგივე მეტსახელის მქონე პერსონაჟის პროტოტიპი ჟორჟი ამადუს რომანში "ქვიშის კაპიტნები". მოგვიანებით ჟურნალისტმა რობერიო სანტუსმა გამოსცა მისი ბიოგრაფიული წიგნი "ვოლტა სეკას ოთხი ცხოვრება".[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://leopoldinense.com.br/noticia/12893/livro-reconstitui-a-historia-de-volta-seca-o-jovem-cangaceiro-do-bando-de-lampiao-que-viveu-em-nossa-regiao
- ↑ https://gauchazh.clicrbs.com.br/cultura-e-lazer/noticia/2019/08/anti-herois-musicais-uma-historia-surpreendente-do-cangaco-no-nordeste-cjz44mkvr00wp01paapley5ri.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-22. ციტირების თარიღი: 2019-09-23.
- ↑ https://www.imdb.com/title/tt0045595/
- ↑ https://leopoldinense.com.br/noticia/12893/livro-reconstitui-a-historia-de-volta-seca-o-jovem-cangaceiro-do-bando-de-lampiao-que-viveu-em-nossa-regiao
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-22. ციტირების თარიღი: 2019-09-23.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-23. ციტირების თარიღი: 2019-09-23.