ანტონიო აბეტი
ანტონიო აბეტი (იტალ. Antonio Abetti; დ. 19 ივნისი 1846 — გ. 20 თებერვალი 1928) — იტალიელი ასტრონომი.
ანტონიო აბეტი | |
---|---|
იტალ. Antonio Abetti | |
დაბ. თარიღი | 19 ივნისი, 1846[1] [2] |
დაბ. ადგილი | Šempeter pri Gorici[3] |
გარდ. თარიღი | 20 თებერვალი, 1928[1] [2] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | არჩეტრი[3] |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
საქმიანობა | ასტრონომი, ფიზიკოსი და ინჟინერი |
მუშაობის ადგილი | არჩეტრის ობსერვატორია, პადუის უნივერსიტეტი და ფლორენციის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პადუის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | ჯორჯო აბეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანტონიო აბეტი დაიბადა პიეტრო-დი-გორიციაში (სლოვენ. Šempeter pri Gorici). 1867 წელს მიიღო ხარისხი მათემატიკასა და საინჟინრო საქმეში პადუას უნივერსიტეტში, თუმცა მომდევნო წელს მიატოვა საინჟინრო საქმიანობა, რათა თავისი თავი მიეძღვნა ასტრონომიისადმი).
1879 წელს დაქორწინდა ჯოვანა კოლბაჩინზე. მისი ორი ვაჟიშვილიდან უმცროსი, ჯორჯო აბეტი, ასევე გახდა ასტონომი.
1868—1893 წლებში მუშაობდა ასისტენტად პადუას ობსერვატორიაში.
1894 წელს გახდა არჩეტრის ობსერვატორიის დირექტორი, რომელიც მან გახადა ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ობსერვატორიად. იყო აგრეთვე ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი.
1921 წელს გავიდა პენსიაზე, მაგრამ კვლევითი სამუშაოები არ მიუტოვებია.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაჯერ კიდავ პადუაში მან განახორციელა მრავალი დაკვირვება ასტეროიდებზე, კომეტებსა და ვარსკვლავთა გადაფარვებზე.
1874 წელს მონაწილეობა მიიღო ინდოეთის ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პიეტრო ტაჩინი, და რომლის მიზანიც იყო სპექტროსკოპის დახმარებით ვენერის მიერ მზის დისკოზე გავლის დაკვირვება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Abetti, Giorgio (1970). «Abetti, Antonio.» In Dictionary of Scientific Biography, edited by Charles Coulston Gillispie. Vol. 1, p. 19. New York: Charles Scribner’s Sons.
- Camera, L. (1929). «Antonio Abetti.» Vierteljahresschrift der Astronomischen Gesellschaft 64: 2.
- Fowler, W. A. (1929). «Antonio Abetti.» Monthly Notices of the Royal Astronomical Society 89: 325—327.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 3.0 3.1 Abetti G. Dizionario Biografico degli Italiani — 1960. — Vol. 1.