ანტი აარნე
აარნე ანტი ამატუს (ფინ. Antti Amatus Aarne; დ. 5 დეკემბერი, 1867, ბიერნებორგი — გ. 5 თებერვალი, 1925, ჰელსინკი) — ფინელი ფოლკლორისტი, ე. წ. ფინური ისტორიულ-გეოგრაფიული სკოლის წარმომადგენელი ფოლკლორისტიკაში.
ანტი აარნე | |
---|---|
ფინ. Antti Amatus Aarne | |
დაბადების თარიღი | 5 დეკემბერი, 1867[1] [2] |
დაბადების ადგილი | პორი |
გარდაცვალების თარიღი | 5 თებერვალი, 1925[3] [1] (57 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჰელსინკი |
საქმიანობა | ფოლკლორისტი და უნივერსიტეტის პროფესორი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | ფინეთი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
დაამუშავა შედარებითი მეთოდის ტექნიკური ხერხები, მოგვცა მისი გამოყენების ნიმუშები ზღაპრების, გამოცანებისა და სიმღერების შესწავლისას. მოახდინა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების კლასიფიკაცია (საძიებლის სახით), რომელიც ფართოდ გავრცელდა ფოლკლორისტიკაში. ეს კლასიფიკაცია, ისე როგორც აარნეს თეორიულ-მეთოდოლოგიური დებულებები, ზღაპრების მარტოოდენ სიუჟეტური სქემების ანალიზს ეფუძნება, უგულებელყოფს მათს იდეურ-მხატვრულ არსს და თავისებურებებს.
ძირითადი ნაშრომები
რედაქტირება- "ზღაპრის ტიპების საძიებლი" (1910)
- "სახელმძღვაინლო მითითებანი ზღაპრების შედარებითი კვლევისათვის" (1913)
- "ზღაპრების შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა" (1914)
- "გამოცანების შედარებითი შესწავლა" (ტ. 1-3, 1918).
ეს ნაშრომები გერმანულ ენაზე აქვს დაწერილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.