ანტიპოდის კუნძულები

ანტიპოდის კუნძულები (ინგლ. Antipodes Islands) — მომცრო ვულკანური კუნძულები ახალი ზელანდიის სამხრეთით. კუნძულების ეს ჯგუფი ახალი ზელანდიის გარე კუნძულებია, ისინი არ ითვლებიან რაიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილად, მაგრამ არიან სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მმართველობაში. მდებარეობს სტიუარტის კუნძულისგან 860 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ანტიპოდის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Antipodes Islands
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 49°40′ ს. გ. 178°46′ ა. გ. / 49.667° ს. გ. 178.767° ა. გ. / -49.667; 178.767
კუნძულთა რაოდენობა 7
მთავარი კუნძული ანტიპოდი
ფართობი 21 კმ²
უმაღლესი წერტილი 366 მ
გალოვეის მთა
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

ეკოლოგიურად, კუნძულები ანტიპოდის სუბანტარქტიკულ კუნძულთა ტუნდრის ეკორეგიონს მიეკუთვნება. ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1] კუნძულებზე შექმნილია ნაკრძალი და შესაბამისად, ისინი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

თავისი სახელი კუნძულებმა მიიღო დიდი ბრიტანეთის საწინააღმდეგო გეოგრაფიული კოორდინატების გამო. ამავე დროს, ფრანგულ რუკებზე კუნძულები აღინიშნება როგორც პარიზის ანტიპოდები[2].

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ანტიპოდის კუნძულების ტოპოგრაფიული რუკა

არქიპელაგის ფართობია — 20,97 კმ². კუნძულებიდან ყველაზე დიდებია: კუნძული ანტიპოდი — დაახლოებით 20 კმ² (49°41′S 178°47′E / 49.69° ს. გ. 178.78° ა. გ. / -49.69; 178.78), ბოლანსის კუნძული — დაახლოებით 2 კმ² (49°38′42″S 178°49′08″E / 49.645° ს. გ. 178.819° ა. გ. / -49.645; 178.819) და დიდი რაოდენობით პატარა კუნძულები და კლდეები. უმაღლესი წერტილია გალოვეის მთა და რომლის სიმაღლეა 366 მეტრი, რომელიც ამავე დროს აქტიური ვულკანია.

კუნძულების კლიმატი მკაცრი და არასტუმართმოყვარეა, მაგრამ, ეს ფრინველთა ბაზრის საყვარელი ადგილია. კუნძულზე ასევე ცხოვრობენ ანტიპოდის მხტუნავი თუთიყუშები (ლათ. Cyanoramphus unicolor).

კუნძულები აღმოაჩინეს 1800 წელს.

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მხოლოდ ხანდახან არქიპელაგს ეწვევიან სამეცნიერო ექსპედიციები და იშვიათი ტურისტები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მსოფლიო მემკვიდრეობა. ობიექტი 877
  2. Garnier, F. A., 1803-1863., Oceanie spheroidale, Veuve Jules Renouard, Libraire Paris, 1862. (ფრანგული)