ანრი შარიერი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ანრი შარიერი (ფრანგ. Henri Charrière; დ. 16 ნოემბერი, 1906, სენტ-ეტიენ-დე-ლუგდარესი (არდეშის დეპარტამენტი, საფრანგეთი) — გ. 29 ივლისი, 1973, მადრიდი) — მკვლელობისთვის ნასამართლევი ფრანგი მწერალი. ცნობილია, როგორც ავტორი ავტობიოგრაფიული რომანისა „ფარვანა“, რომელიც მოგვითხრობს მისი დაკავებისა და შემდგომი კოლონიიდან გაქცევის ამბავს საფრანგეთის გვიანაში. ანრი შარიერი ირწმუნება, რომ რომანში მოთხრობილი ისტორია მას გადახდა თავს, თუმცა თანამედროვე მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ აღწერილი მოვლენების უმეტესობა სხვა პატიმრების მონაყოლია, რომელიც ავტორმა მიისაკუთრა. შარიერმა უარყოფდა მკვლელობის ჩადენის ფაქტს, მაგრამ ღიად აღიარებდა პატიმრობამდე სხვა წვრილმანი დანაშაულებში მის მონაწილეობას.
ანრი შარიერი | |
---|---|
ფრანგ. Henri Charrière | |
დაბადების თარიღი | 16 ნოემბერი, 1906[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | სენტ-ეტიენ-დე-ლუგდარესი, არდეში, საფრანგეთი[7] |
გარდაცვალების თარიღი | 29 ივლისი, 1973[1] [2] [3] [4] [8] [5] [6] [7] (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მადრიდი, ესპანეთი[7] |
დასაფლავებულია | Lanas |
ფსევდონიმი | Papillon[9] |
საქმიანობა | მწერალი, adventurer, სცენარისტი და მემუარისტი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ჟანრი | მემუარები |
Magnum opus | Papillon |
ადრეული წლები
რედაქტირებაანრი შარიერი დაიბადა საფრანგეთში, არდეშის დეპარტამენტში. მას ორი უფროსი და ჰყავდა. დედემისი გარდაიცვალა, როდესაც ის მხოლოდ 10 წლის იყო. 1923 წელს, 17 წლის ასაკში, შარიერი საფრანგეთის საზღვაო ძალებში ჩაირიცხა, სადაც ორი წელი მსახურობდა. სამსახურის დასრულების შემდეგ იგი პარიზის შავი სამყაროს წევრი გახდა.
დაპატიმრება
რედაქტირებაანრი შარერიერმა მკითხველებს წარუდგინა საკუთარი თავი და თავისი ამბავი ნახევრად ბიოგრაფიულ რომანში „ფარავანა“. იგი ირწმუნებოდა, რომ 1931 წლის 26 თებერვალს იგი დააპატიმრეს და დამნაშავედ ცნეს სუტენიორ როლან ლე პეტის მკვლელობაში. შარიერი უარყოფდა ამ ბრალდებას. მას მიუსაჯეს უვადო თავისუფლების აღკვეთა და 10-წლიანი კატორღა. 1933 წელს ბოლიოს სატრანზიტო საპატიმროში (კანი, საფრანგეთი) დროებითი მოთავსების შემდეგ, იგი გადაიყვანეს სენ-ლორან-დუ-მარონის ციხეში. ეს დაწესებულება წარმოადგენდა მსჯავრდებულთა მოთავსების ფრანგული კოლონიების ცენტრს საფრანგეთის გვიანაში.
წიგნის თანახმად, შარიერს გაქცევის პირველი მცდელობა 1933 წლის 28 ნოემბერს ჰქონდა, თავის თანაპატიმრებთან, ანდრე მატურეტესთან და ჯოან კლაზიერთან ერთად, რომლებიც მას თითქმის მთელი გაქცევის დროს ახლდნენ. მათ სამი კვირა კუნძულ ტრინიდადზე გავატარეს, სადაც ბრიტანული კანონები არ აძლევდა გაქცეულ დევნილებს კუნძულზე დარჩენის საშუალებას. ამის გამო, გემზე, მათ საშუალება მიეცათ გზა გაეგრძელებინათ. მათი გემის მსხვრევა კიუროსაოს სანაპიროზე მოხდა. კიუროსაოს ხელისუფლებამ გაქცეულებს ახალი გემის შეძენის უფლება მისცა, რომელელზეც მოგვიანებით კოლუმბიის ჩრდილოეთ კარიბის რეგიონში, სოფელ რიოჩას მახლობლად იქნეს შეპყრობილი და დაპატიმრებული. მოგვიანებით ანრი შარიერმა მოახერხა გაქცევა წვიმიან ღამეს და ნახევარკუნძულ ლა-გუაიხირისკენ გაეშურა, სადაც იგი იშვილა ინდურმა ტომმა. მას ჰყავდა ორი ცოლი და შვილი.
გვიანაში მან 11 წელი გაატარა, რომელთაგან ორი სამარტოო საკანში იმყოფებოდა კუნძულ სენ-იოსებზე. ამ დროის განმავლობაში შარიერს გაქცევის 9 მცდელობა ჰქონდა, რომელთაგან ერთი წარმატებული აღმოჩნდა. გაქცევის შემდეგ, იგი მიიღეს ინდურ ტომში, კოლუმბიაში.
მისი უკანასკნელი გაქცევა 1941 წელს შედგა. ქოქოსის ორაქისებით სავსე ორი ტომარის დახმარებით მან მოახერხა ეშმაკის კუნძულიდან გაქცევა. რამდენიმეთვიანი ხეტიალის შემდეგ იგი ჩავიდა ვენესუელაში, სადაც ისევ ერთი წლით პატიმრობაში იმყოფებოდა.
ეს ინფორმაცია აღებულია რომანიდან „ფარავანა“, რომელიც გამოიცა როგორც ავტობიოგრაფია. რომანში აღწერილი მრავალი ცხოვრებისეული ეპიზოდი ახლა დავის საკითხია. მაგალითად, საფრანგეთის პოლიცია დღემდე ინახავს ჩანაწერებს, რომლებიც ადასტურებენ შარიერის ბრალეულობას და იმას, რომ მან პატიმრობა გაატარა, როგორც გულმოდგინე პატიმარმა. თანამედროვე მკვლევარები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ აღწერილი მოვლენების უმეტესობა სხვა პატიმრებს თავს გადახდენილი ამბებია, რომელთა რომელსაც შარიერი ასაღებს, როგორც საკუთარს.
შემდგომი ცხოვრება
რედაქტირებაციხიდან გათავისუფლების შემდეგ, შარიერი დასახლდა ვენესუელაში. იქ მან იქორწინა ადგილობრივ ქალზე, სახელად რიტა. რიტაზე ქორწინებაში მას ჰყავდა შვილები. ის ფლობდა ორ რესტორანს კარაკასსა და მარაკაიბოში. მოგვიანებით, მან მოიპოვა ცნობადობა, მას ხშირად იწვევდნენ ადგილობრივ ტელევიზიაში სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. შემდეგ შარიერი დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც ეწვია პარიზს, რომანის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით (1969). აქ წიგნის 1,5 მილიონი ასლი გაიყიდა. მოგვიანებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცედა, რომ საფრანგეთის ზნეობრივი ვარდნა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მინი-კაბების და შარერიერის რომანის პოპულარობასთან.
მოგვიანებით, შარერმა დაწერა „ვაბანკი“ — მემუარები, რომელშიც მან აღწერა თავისი ცხოვრება პატიმრობის შემდეგ.
1973 წელს გადაიღეს რომანი „ფარვანა“. მისი რეჟისორი იყო ფრანკლინ შეფნერი, მთავარ როლს კი სტივ მაკკუინი ასრულებდა. სცენარი დალტონ ტრუმბომ დაწერა თავად შარიერის მონაწილეობით. 2017 წელს გამოვიდა რეჟისორ მაიკლ ნოერის რიმეიკი — „ფარვანა“.
1973 წლის 29 ივლისს ანრი შარიერი გარდაიცვალა ყელის კიბოთი მადრიდში, ესპანეთი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #123638658 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 Discogs — 2000.
- ↑ 5.0 5.1 GeneaStar
- ↑ 6.0 6.1 Munzinger Personen
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 birth certificate
- ↑ Czech National Authority Database