ანორა (ფილმი)
ანორა - 2024 წლის ამერიკული რომანტიკულ-კომედიური დრამა ფილმი, რომლის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც შონ ბეიკერია. ნაწარმოები ეხება ისტორიას ბრუკლინში მცხოვრები მოცეკვავე ანორას ( მაიკი მედისონი ) და რუსი ოლიგარქის ვაჟს, ვანია ზახაროვას ( მარკ ეიდელშტეინი ), შორის გართულებულ ქორწინებას. მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები არიანიურა ბორისოვი, კარენ ყარაგულიანი, ვაჩე ტოვმასიანი და ალექსეი სერებრიაკოვი .
ანორას პრემიერა შედგა 2024 წლის 21 მაისს კანის 77-ე კინოფესტივალზე, სადაც მან ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ის კინოეკრანებზე 2024 წლის 18 ოქტომბერს გამოჩნდა კომპანია Neon-ის დახმარებით. ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და მსოფლიო მასშტაბით 21 მილიონი დოლარი გამოიმუშავა 6 მილიონი დოლარის ბიუჯეტის ფონზე, რამაც ბეიკერის ყველაზე შემოსავლიან ფილმად აქცია ის.
შინაარსი
რედაქტირებაანორა "ენი" მიხეევა არის ახალგაზრდა სტრიპტიზიორი, რომელიც ცხოვრობს ბრაიტონ ბიჩში, რუსულენოვან უბანში, ბრუკლინში .
იმის გამო, რომ ენი ერთადერთი რუსულად მოლაპარაკე სტრიპტიზიორია მანჰეტენის ძვირადღირებულ სტრიპტიზ კლუბში, მისი ბოსი მას აცნობს ივან "ვანია" ზახაროვს, მდიდარი რუსი ოლიგარქის, ნიკოლაი ზახაროვის, მოუმწიფებელ შვილს. ვანია თითქოს ამერიკაში სასწავლებლადაა ჩამოსული, მაგრამ ამჯობინებს წვეულებების მოწყობას და ვიდეო თამაშებით გართობას მისი ოჯახის კუთვნილებაში არსებულ ბრუკლინის სასახლეში. მისი მშობლები უხდიან ფულს მის ნათლია ტოროსს და დამხმარეებს, გარნიკს და იგორს, რომ თვალი ადევნონ მას.
ვანია ენის რამდენიმე სექსუალური შეხვედრისთვის ქირაობს. ის მასზე მიჯაჭვული ხდება და უხდის 15000 დოლარს, რათა დარჩეს მასთან ერთი კვირა და თავისი დროებითი შეყვარებული გახდეს. ენი და ვანია მის მეგობრებთან ერთად მიფრინავენ ლას-ვეგასში, სადაც ვანია ენის ცოლობას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ენი თავდაპირველად სკეპტიკურადაა განწყობილი, ვანია უმტკიცებს, რომ მისი სიყვარული ნამდვილია და ისინი გაიპარებიან, დაქორწინდებიან, ვეგასის პატარა საქორწილო სამლოცველოში .
ქორწილის შესახებ ინფორმაცია რუსულ სოციალურ მედიაში ვრცელდება, რაც გამოიწვევს ვანიას დედის, გალინას, რისხვას. იგი ტოროსს უბრძანებს წყვილის პოვნას და მათ განქორწინებას, სანამ ოჯახი ამერიკაში ჩაფრინდება.
ტოროსი აგზავნის გარნიკს და იგორს სასახლეში. ისინი ვანიას აცნობებენ, რომ მშობლები მას რუსეთში წაიყვანენ, ენის კი არაერთხელ მოიხსენიებენ მეძავის სახელით. ვანია ფეხშიშველი გარბის, ენის კი ტოვებს. ენი ფიზიკურად ებრძვის გარნიკს და იგორს, რის გამოც ორივე დაშავდება და ამ პროცესში ვანიას მისაღები ოთახის დიდი ნაწილი განადგურდება, ბოლოს ისინი დაიმორჩილებენ მას. როდესაც ტოროსი ჩამოდის, ის ენის ლექციებს უტარებს ვანიას უმწიფრობის შესახებ და განმარტავს, რომ ვანიას არ აქვს პირადი ქონება განქორწინების მიზნით. ის მას 10 000 დოლარს სთავაზობს, რათა მიიღოს ქორწინების ბათილად ცნობა. ენი ამტკიცებს, რომ ის და ვანია შეყვარებულები არიან, მაგრამ უხალისოდ თანახმაა დაეხმაროს ტოროსს მის პოვნაში იმ იმედით, რომ შეძლებს ვანიას შეახსენოს მათი სიყვარული. ტოროსმა ენის საქორწინო ბეჭედიც გამოართვა.
ენი, ტოროსი, გარნიკი და იგორი ღამის უმეტეს ნაწილს ვანიას ძებნაში ატარებენ. ისინი იგებენ, რომ ვანია, რომელიც ვერ უმკლავდება სტრესს, წავიდა და ღამის კლუბებს რიგრიგობით სტუმრობს. ენი გაიგებს, რომ ვანია ერთობა მის კონკურენტ სტრიპტიზატორისთან, მის ყოფილ სამუშაო ადგილზე. იგი სასოწარკვეთილი ცდილობს აუხსნას სიტუაცია ვანიას, მაგრამ მოსმენისთვის ძალიან ნასვამ მდგომარეობაშია. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქორწილის გაუქმება შეუძლებელია, რადგან ენი და ვანია დაქორწინდნენ ნევადაში, გალინა - რომელიც ახლახან დაეშვა ნიუ იორკში ნიკოლაისთან ერთად - უბრძანებს ჯგუფს გაფრინდეს ლას-ვეგასში.
ენი ვანიას მშობლებს რუსულად წარუდგენს თავს, ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი თავი და გადაარჩინოს ვანიასთან ქორწინება, მაგრამ გალინა ურყევია და ღიად, აბუჩად იგდებს ანის. ვანია მაშინვე დაუთმობს მშობლებს და ცივად ეუბნება ენის, რომ ქორწინების გაგრძელება შეუძლებელია. ენი, რომელმაც ხელი არ მოაწერა წინასაქორწინო ხელშეკრულებას, ემუქრება ვანიას ხანგრძლივი განქორწინების პროცესის გატარებით, მაგრამ გალინა პირობას დებს, რომ გაანადგურებს მის სიცოცხლეს, თუ ამას გააკეთებს. აღიარებს ვანიას უმწიფრობას და მისი ოჯახის ძალაუფლებას, ენი ნებდება და ეთანხმება განქორწინებას. საბუთების ხელმოწერის შემდეგ იგორი ვარაუდობს, რომ ვანიამ ბოდიში უნდა მოუხადოს ენის, მაგრამ გალინა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არავის ბოდიშს არ მოუხდის. წასვლის წინ ენი შეურაცხყოფას აყენებს ვანიას და გალინას მათი უმოქმედობისთვის, რის გამოც ნიკოლაი მხიარულად იცინის.
იგორი ენის ნიუ-იორკში აბრუნებს ნივთების ასაგროვებლად. ისინი ბოლო ღამეს ატარებენ ზახაროვის სასახლეში, სადაც ისაუბრებენ გულწრფელად, მათ შორის იგორი აღიარებს, რომ წინა დღეს მისი დაბადების დღე იყო. დილით იგორი აძლევს ენის ფულს, რომელსაც ტოროსი დაჰპირდა და სახლში მიჰყავს. სანამ მანქანიდან მას გადაუშვებს, ენის საქორწინო ბეჭედს კეთილგანწყობის ნიშნად უბრუნებს. ეს ჟესტი მას აღუძრავს გრძნობებს და დაიწყებს მცირეხნიან სექსუალურ კავშირს იგორთან, თუმცა შემდეგ იგორის მკლავებში ატირდება.
წარმოება
რედაქტირებაშონ ბეიკერის თქმით, ანორას გადაღება მას შთააგონა მეგობრის ამბავმა რუს-ამერიკელ ახალდაქორწინებულ წყვილზე, რომელიც თანხის სანაცვლოდ გაიტაცეს. ის ასევე შთაგონებული იყო 2000– 2001 წლებში გადაღებული მისი დარედაქტირებული ნამუშევრებით, საქორწილო ვიდეოებით, მათ შორის, ნიუ-იორკში მცხოვრები რუს-ამერიკელების შესახებ. [1] ბეიკერმა განაცხადა, რომ მისი განზრახვა იყო „ადამიანური ისტორიების მოყოლა, ისტორიების მოყოლა, რომლებიც იმედია უნივერსალურია [...] ეს ხელს უწყობს სტიგმის გაქრობას, რომელიც ეხება [სექსმუშაკობას], რომელიც ძირითადად საარსებო წყაროსთვის გამოიყენება“. [2] ბეიკერმა დაიქირავა ანდრეა ვერჰუნი, კანადელი მწერალი და მსახიობი, რომელიც ცნობილია 2018 წლის მემუარებით Modern Whore, რომელიც სექსმუშაკის მანამდე ცხოვრებას ეხება, როცა კრეატიულ კონსულტანტად მუშაობდა.
ბეიკერმა აირჩია მაიკი მედისონი მთავარი როლის შემსრულებლად მას შემდეგ, რაც ნახა იგი ფილმებში Once Upon a Time in Hollywood და Scream.[1] მედისონმა ისწავლა რუსული, დადიოდა სტრიპტიზ კლუბებში და სწავლობდა ბრუკლინურ აქცენტს, რათა ფილმისთვის მომზადებულიყო. [3]ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანორა მიხეევა უზბეკ-ამერიკელი იყო, თუმცა ბეიკერმა მოგვიანებით NPR-თან ინტერვიუში განმარტა, რომ ანორა "რუსული ეთნიკური წარმომავლობისაა" და "ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდანაა". [4]
ფილმის მთავარი სცენები 2023 წლის დასაწყისში ბრუკლინში, ნიუ-იორკში, გადაიღეს და პროცესი 37 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 25 წუთიანი სახლში შეჭრის სცენის გადაღებას10 დღე დასჭირდა.
ზახაროვების სასახლის სცენების გადასაღებად ბეიკერმა Mill Basin-ის სახლი აიღო, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ვასილი ანისიმოვს, ნამდვილ ოლიგარქს, რომელსაც აქვს კავშირები რუსეთთან. შონ ბეიკერი Google-შიც ეძებდა მას – „ყველაზე დიდი და საუკეთესო სასახლე ბრაიტონ-ბიჩზე“ – მითითებით. ტერიტორიის შესახებ მეტის გასაგებად ბეიკერი და მაიკი მედისონი დროებით გადავიდნენ საცხოვრებლად სამხრეთ ბრუკლინში ფილმის წინასწარი წარმოების დროს.
კანის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე მედისონმა თქვა, რომ ბეიკერი და პროდიუსერი სამანტა კუანი, რომელიც ბეიკერის ცოლია, ასრულებდნენ სხვადასხვა სექსის პოზებს, რათა ეჩვენებინათ, თუ რა სურდათ მსახიობებისგან. მედისონს შესთავაზეს ინტიმური ურთიერთობის კოორდინატორის აყვანაც, თუმცა უარი განაცხადა.
კრიტიკის გამოხმაურება
რედაქტირებაგრეტა გერვიგმა, კანის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ანორაში იგრძნობა როგორც ახალი, ასევე ძველი ტექნიკები. მასში იყო რაღაც, რაც მოგვაგონებდა ლუბიჩის ან ჰოვარდ ჰოუკსის კლასიკურ სტრუქტურებს, შემდეგ კი რაღაც სრულიად მოულოდნელი. [5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Macaulay 2024.
- ↑ Ritman, Alex; Shafer, Ellise. Sean Baker Makes Movies About Sex Workers in Hopes of 'Helping Remove the Stigma' — and He's 'Already Talking About the Next One' en-US (May 22, 2024). ციტირების თარიღი: May 23, 2024
- ↑ Ford, Rebecca (2024-10-16). „Mikey Madison's Life Hasn't Changed Yet—but When the World Sees 'Anora,' It Will“. Vanity Fair (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2024-10-21.
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვის:2
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ Sciences, Academy of Motion Picture Arts and. Sean Baker's 'Anora' Wins Palme d'Or at 2024 Cannes Film Festival: See the Full Winners List en. ციტირების თარიღი: June 10, 2024