ანკარის ხელოვნებისა და ქანდაკების სახელმწიფო მუზეუმი

ანკარის ხელოვნებისა და ქანდაკების სახელმწიფო მუზეუმი (თურქ. Ankara Devlet Resim ve Heykel Müzesi) — მუზეუმი, მიძღვნილი სახვით ხელოვნებისა და ქანდაკებებს ანკარაში, თურქეთი. შეიქმნა 1927 წელს არქიტექტორ არიფ ჰიქმეთ ქოიუნოღლუს მიერ და აიგო 1927-1930 წლებს შორის, როგორც Türkocağı შენობა, ხოლო მუზეუმის იდეა ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელსა პირველ პრეზიდენტს მუსტაფა ქემალ ათათურქს.[1] იგი მდებარეობს ეთნოგრაფიულ მუზეუმთან და ანკარის მდიდარ სახლებთან ახლოს, სადაც დღემდე დაცულია თურქეთის მე-19 საუკუნის ბოლოს ხელოვნების მდიდარი კოლექცია. ასევე არსებობს საგამოფენო დარბაზები სტუმრებისთვის.

ანკარის ხელოვნებისა და ქანდაკების სახელმწიფო მუზეუმი
Ankara Devlet Resim ve Heykel Müzesi

ხელოვნების და ქანდაკების სახელმწიფო მუზეუმი ანკარაში 1927-1930 წლებს შორის აშენდა
39°55′59″ ჩ. გ. 32°51′21″ ა. გ. / 39.93306° ჩ. გ. 32.85583° ა. გ. / 39.93306; 32.85583
დაარსდა 1930; 94 წლის წინ (1930)
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
დამაარსებლები ქემალ ათათურქი
მდებარეობა Ulus და ანკარის პროვინცია
სტატუსი მოქმედი
ოფიციალური საიტი [www.guzelsanatlar.gov.tr www.guzelsanatlar.gov.tr]
Map

1980 წელს მუზეუმი გაიხსნა სარესტავრაციო სამუშაოებების შემდეგ. დღეს, მუზეუმი ხელოვნების ცენტრია, სადაც გამოფენილია ყველაზე გამორჩეული მხატვრების ნამუშევრები, ვინც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი თურქული მხატვრობის და ქანდაკების განვითარებაში. გარდა ამისა, აქ არის პლასტიკური ხელოვნების ნამუშევრების კოლექციები, რომელიც ასახავს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა თურქული პლასტიკური ხელოვნება, ასევე მისი კლასიფიკაცია. მდიდარია მუზეუმის პლასტიკური ხელოვნების ბიბლიოთეკა, რომელიც ივსება ამ სფეროში მომუშავე თურქი და უცხოელი მხატვრების ანგარიშზე.

ათათურქი მუზეუმის გახსნისას.

სახვითი ხელოვნების დაცვა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მუზეუმის სასწავლო პროცესთან ერთად, არის უპირატესი და იმართება სპეციალური ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს ნიმუშის დაცვა ტემპერატურისგან, ტენიანობისგან და სხვა სირთულეებისგან. ნებისმიერი დაზიანება ან სიძველე, რომელიც შეიძლება მოხდეს მიუხედავად დაცვის ღონისძიებებისა, შეიძლება აღდგეს ექსპერტების მიერ სპეციალურ ლაბორატორიაში, რომელიც შეიქმნა, როგორც ცალკე განყოფილება მუზეუმში.

1980 წელს და მომდევნო წლებში შენობის რესტავრაციის პროცესში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც ყურადღება დაეთმო იყო: ფერწერა, ქანდაკება და კერამიკა, რომელიც ემსახურება მხატვრებს, როგორც მოყვარულებს ისე პროფესიონალებს. მუზეუმს კვლავ ჩაუტარდა რესტავრაცია 2011 წელს, როდესაც გაიზარდა საგამოფენო სივრცეები, აღდგა სახურავი და მიიღეს უსაფრთხოების ზომები.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, შენობა აღჭურვილია კამერებით, ულტრაბგერითი და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებით.

მუზეუმში ტარდება სპეციალური სემინარები თურქული დეკორატიული ხელოვნების, კერამიკის და მოქანდაკეობის.

  1. Turkish Architecture Museum Database: Arif Hikmet Koyunoğlu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2016-08-30.