ანიაკჩაკის მთა
ანიაკჩაკის მთა — ვულკანი აშშ-ში, ალასკაში. ალეუტური ვულკანური რკალის ნაწილი. მდებარეობს ალასკის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. წარმოიქმნა წყნარი ოკეანის ტექტონიკური ფილის სუბდუქციის შედეგად ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკური ფილის ქვეშ. ვულკანის ზედ, ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ სიგანის კალდერაა. კალდერა შეიცავს ვულკანურ ტბასა და ბევრ ვულკანურ კონუსს, მაარსა და კრატერს, მათ შორის ვენტის მთას. ვულკანი იფრქვევა ძირითადად ბაზალტური ლავით.[1]
ანიაკჩაკის მთა | |
---|---|
Mount Aniakchak | |
კოორდინატები: 56°52′48″ ჩ. გ. 158°09′00″ დ. გ. / 56.88000° ჩ. გ. 158.15000° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
სიმაღლე | 1 341 მ |
ქედი | ალეუტის ქედი |
ტიპი | კალდერა (სტრატოვულკანი) |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bacon et al. 2014, p. 2.