ანთოკის ღვთისმშობლის ეკლესია
ანთოკის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის ჩრდილო-დასავლეთით. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესიიდან შემორჩენილი იყო: აფსიდის სამხრეთ გვერდი მხართან ერთად (სიმაღლე - 1,6 – 1,8 მ), ჩრდილეთ გვერდის ნაშთი, ოთხწახნაგა ტრაპეზი (ამჟამადაც ადგილზეა) და სამხრეთ კედლის ნაწილი. შემორჩენილია კედლები, რომელიც ნაგები იყო რიყის ქვითა და კირის ხსნარით. 2009 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია თვითნებურად, სათანადო პროექტის შედგენის გარეშე, აღადგინა რის გამოც ძეგლის თავდაპირველმა ფორმებმა ნაწილობრივი ცვლილება განიცადა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 77.