ვლადიმერ ანთაძე

საბჭოთა და ქართველი მიკრობიოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან ანთაძე, ვლადიმერ)

ვლადიმერ სამსონის ძე ანთაძე (დ. 5 მაისი [ ძვ. სტ. 22 აპრილი], 1898, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანელი ლანჩხუთის რაიონი ― გ. 15 თებერვალი, 1992, თბილისი) — ქართველი მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1957).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1924 წელს დაამთავრა თსუ სამკურნალო ფაკულტეტი. 1937–1974 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის, ვირუსილოგიისა და იმუნოლოგიის კათედრას. 1944–1960 წლებში იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1960 წლიდან კი კონსულტანტია. 1944 წლიდან საქართველოს ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარეა, 1958 წლიდან სსრკ (ახლანდელი რუსეთი) ი. მეჩნიკოვის სახელობის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. იკვლევს სამხარეო ინფექციურ სნეულებათა ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, იმუნოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის საკითხებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 457.
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 157, თბ., 1997