ანზორ მაისურაძე
ანზორ ამბროსის ძე მაისურაძე (დ. 9 მაისი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 20 სექტემბერი, 2017, თბილისი, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაანზორ მაისურაძე დაიბადა 1937 წლის 9 მაისს ქ. თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1960-1961 წლებში მუშაობდა რუსთავის ქიმიური კომბინატის განთავისუფლებულ კომკავშირის კომიტეტის მდივნად. 1961 წლის 15 აგვისტოდან 1963 წლის 1 მარტამდე მოსკოვში გაიარა სსრკ სუკის უმაღლესი სკოლის ოპერმუშაკის მოსამზადებელი 2-წლიანი კურსი უცხო ენის ცოდნით.
1963 წლის 1 მარტიდან 26 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) პირველი განყოფილების (დაზვერვის) ოპერრწმუნებულად, 1963 წლის 26 ივლისიდან 1965 წლის 8 იანვრამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების (კონტრდაზვერვის) მე-4 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, 1965 წლის 8 იანვრიდან 1 სექტემბრამდე — სუკ-ის პირველი განყოფილების ოპერრწმუნებულად. 1965 წლის 1 სექტემბრიდან 1966 წლის 1 აგვისტომდე სწავლობდა მოსკოვში, საკავშირო სუკ-ის დაზვერვის უმაღლეს სკოლაში (#101 სკოლა). 1966 წლის 1 აგვისტოდან 1969 წლის 5 აგვისტომდე მუშაობდა სუკ-ის პირველი განყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1969 წლის 5 აგვისტოდან 1971 წლის 4 მაისამდე — მე-5 განყოფილების (იდეოლოგია) პირველი ქვეგანყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად. 1971 წლის 4 მაისიდან 1973 წლის 19 ივნისამდე მუშაობდა მოსკოვში, საკავშირო სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს (დაზვერვის) მოქმედი რეზერვის უფროს ოპერრწმუნებულად, 1973 წლის 19 ივნისიდან 1976 წლის 14 სექტემბრამდე — საკავშირო სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს მოქმედი რეზერვის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ (1971-1976 წლებში მივლინებით იმყოფებოდა იორდანიაში). 1976 წლის 28 სექტემბრიდან 1977 წლის 9 მაისამდე იყო საქართველოს სსრ სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, 1977 წლის 10 მაისიდან 1978 წლის 29 აპრილამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, 1978 წლის 29 აპრილიდან 21 ივნისამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსი, 1978 წლის 21 ივნისიდან 1978 წლის 24 დეკემბრამდე — საკავშირო სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს (დაზვერვის) მოქმედი რეზერვის ქვეგანყოფილების უფროსი. 1978 წლის 25 დეკემბრიდან 1979 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს მოქმედი რეზერვის ქვეგანყოფილების უფროსად, 1979 წლის 2 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე იყო სსრ კავშირის სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში, 1978-1979 წლებში მივლინებით იმყოფებოდა ერაყში. 1979 წლის 5 ნოემბრიდან 1984 წლის 29 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1984 წლის 29 ივნისიდან 1990 წლის 6 მარტამდე — საქართველოს სსრ სუკ-ის პირველი განყოფილების უფროსად, 1990 წლის 6 მარტიდან 1991 წლის 30 სექტემბრამდე იყო საქართველოს სსრ სუკ-ის „ზ“ (ყოფილი მე-5) განყოფილების უფროსი, 1991 წლის 30 სექტემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე კი — საქართველოს სსრ სუკის თავმჯდომარის მოადგილე. 1992 წლის 8 იანვრიდან 2 მაისამდე ასრულებდა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოვალეობას. 1992 წლის 7 მაისიდან 1993 წლამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ოპერატიულ დარგში, ამავე სამინისტროს მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსად. 1997 წლის 31 დეკემბრიდან 2000 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მთავარი კონსულტანტი. 2004 წლის 1 აპრილიდან 4 ივნისამდე იყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე.
სპეციალური წოდებები
რედაქტირება- უმცროსი ლეიტენანტი (19.01.1961),
- ლეიტენანტი (09.09.1963),
- უფროსი ლეიტენანტი (14.02.1967),
- კაპიტანი (10.04.1970),
- მაიორი (02.11.1973),
- პოდპოლკოვნიკი (17.09.1979),
- პოლკოვნიკი (19.02.1985),
- გენერალ-მაიორი (07.05.1992).
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებამიღებული აქვს 2 ორდენი და 15 მედალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 123-124, ISBN 978-9941-0-5532-4.