ანზორ კუდბა

ქართველი მწერალი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი

ანზორ კუდბა (დ. 21 დეკემბერი, 1939) — ქართველი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

ანზორ კუდბა
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1939 (1939-12-21) (85 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის სავაგონო დეპოს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხნის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშად, 1970 წლიდან იყო აჭარის რადიომაუწყებლობის კომიტეტის კორესპონდენტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

გამოქვეყნებული აქვს რომანები და მოთხრობების კრებულები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
  • ქართული კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ბათუმის საპატიო მოქალაქე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება