ანზორ კილაძე
ანზორ კილაძე (დ. 7 მაისი, 1936, ლანჩხუთი — გ. 21 სექტემბერი, 2009, ოზურგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი და სოფლის მეურნეობის მუშაკი.
ანზორ კილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1936 |
დაბადების ადგილი | ლანჩხუთი |
გარდაცვალების თარიღი | 21 სექტემბერი, 2009 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ოზურგეთი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი |
1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი.
ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას. 1992–1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლანჩხუთის მაჟორიტარი). საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი დეპუტატი, არჩეული № 7.61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქიდან. იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ნეიტრალების“ წევრი (1993–1995). 1993-1994 წლებში იყო ლანჩხუთის რაიონის გამგებელი.