ანზორ დოლენჯაშვილი

ანზორ მიხეილის ძე დოლენჯაშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1954, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 აპრილი, 2022) — ქართველი რეჟისორი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1975–1976 წლებში იყო მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის რეჟისორის თანაშემწე, 1977–1978 წლებში — ფოთის ვ. გუნიას სახ. სახელმწიფო თეატრის მსახიობი. 1981 წელს საინგილოში დააარსა ი. ჭავჭავაძის სახელობის ალიბეგლოს ქართული სახალხო თეატრი (კახის რაიონი, აზერბაიჯანი). ამავე წლიდან 2000 წლამდე იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. თეატრის საუკეთესო დადგმები: გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი", ლ. ასათიანის „ბასიანის ბრძოლა", დ. აწყურელის „ბერბიჭები" (ინგილოურ დიალექტსა და აზერბ. ენაზე), ლ. უსტინოვის „პატარა მეარღნე", ა. გეწაძის „შუაზე გაყოფილი ცრემლი", ა. ჩხაიძის „თავისუფალი თემა", ბ. ლავრენიოვის „ორმოცდამეერთე", ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა", დ-ის „ალაზანს აქეთ ანუ მარტივი სიუჟეტები საინგილოს ცხოვრებიდან" (ისტ.- დოკუმენტური ქრონიკები და მასალები), ლ. თაბუკაშვილის „მაგრამ უფლება არ მიუცია", რ. გაბრიაძის „უცხო ჩიტი", უ. გიბსონის „ორნი საქანელაზე" (თარგმნა პ. ჭილაძემ), ბ. ბრეხტის „შიში და სიღატაკე მესამე იმპერიისა" (თარგმნა ლ. ბრეგაძემ), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება" და სხვ.; საკონცერტო პროგრამა: „ქართული სიმღერის საღამო", ლიტ. თეატრი „ჩვენი ილია" (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით).

ანზორ დოლენჯაშვილი არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1988). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება