ანელი ვოლსკაია
ანელი ივანეს ასული ვოლსკაია (დ. 26 დეკემბერი, 1923, თბილისი, — გ. 14 ნოემბერი, 2009, იქვე) — ქართული ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1975).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1944). 1949 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (შემდგომში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი), 1987 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. ვოლსკაიას მეცნიერული კვლევის სფერო ძირითადად შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობა და ქანდაკებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები სვანეთისა და დავითგარეჯის ფერწერულ სკოლების, ასევე ქართული ეკლესიების კანკელების პლასტიკური დეკორის შესახებ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Рельефы Шиомгвиме и их место в развитии грузинской средневековой скульптуры, Тб., 1957.
- Росписи средневековых трапезных Грузии, Тб., 1974.
- Гареджииская живописная школа, კრ.: Средневековое искуство: Русь. Грузия, М., 1978.
- Живописная школа Сванети, Тб., 1983 (თანაავტ. Н. Аладашвили, Г. Алибегашвили).
- Le icone della Georgia, წგ.: Le icone, Milano, 1981 (თანაავტ. G. Alibegashvili).
ლიტერატურა
რედაქტირება- დიდებულიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 285.