ანდრო თევზაძე
ანდრო რაჟდენის ძე თევზაძე (დ. 3 იანვარი, 1912, გომი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 6 აპრილი, 1967, თბილისი) — ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი.
ანდრო თევზაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1912 |
დაბადების ადგილი | გომი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 6 აპრილი, 1967 (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთვარა სამტრედიის პედაგოგიური ტექნიკუმი და მუშაობა დაიწყო მშობლიური სოფლის სკოლაში მასწავლებლად. შემდეგ შევიდა თბილისის უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1940 წელს და დაინიშნა ჟურნალ ოქტომბრელის პასუხისმგებელ მდივნად. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საარქივო სამმართველოში, გაზეთ „კომუნისტში“, საქართველოს რადიო კომიტეტში, იყო მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის“ დირექტორი და სხვა.
ანდრო თევზაძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1936 წელს. ქართულ მწერლობაში მისი ლირიკული ლექსების კრებულებმა „ვარსკვლავების ღიმილი“, „დიდება გმირებს“, „განახლდა გული“, და სხვა. პოპულარობა მოიპოვეს მკითხველთა ფართო წრეებში. საყურადრებოა ანდრო თევზაძის მონოგრაფია „უშანგი ჩხეიძე“, კრებული „ლიტერატურული წერილები და ნარკვევები“, რომანი „ორლესული“ და მრავალი სხვა. პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, სომხურ, უკრაინულ და სხვა ენებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 173, თბ., 1994