ანდრია რუბლიოვი (ფილმი)
ანდრია რუბლიოვი (რუს. Андрей Рублёв) — ანდრეი ტარკოვსკის ეპიკური, ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი მხატვარ ანდრია რუბლიოვის შესახებ. ფილმის გადაღება რეჟისორმა 1966 წელს დაასრულა, თუმცა კინოეკრანზე ის 1971 წელს გამოჩნდა. ფილმი 8 ნოველადაა დაყოფილი და მე-15 საუკუნის რუსი ფერმწერის ანდრია რუბლიოვის შესახებ მოგვითხრობს.
„ანდრია რუბლიოვი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ანდრეი ტარკოვსკი |
პროდიუსერი | თამარა ოგოროდნიკოვა |
სცენარის ავტორი | ანდრეი ტარკოვსკი, ანდრეი კონჩალოვსკი |
როლებში | ანატოლი სოლონისტინი |
კომპოზიტორი | ვიაჩესლავ ოვჩინიკოვი |
ოპერატორი | ვლადიმერ იუსოვი |
სტუდია | მოსფილმი |
გამოსვლის თარიღი | დეკემბერი, 1966 |
ხანგრძლივობა | 205 წთ. |
ქვეყანა | საბჭოთა კავშირი |
ენა | რუსული |
ბიუჯეტი | 1,3 მლნ რუბლი |