ანდრია ლოკუტოვი
ანდრია ლოსკუტოვი (დ. 1892, ტფილისი — გ. 28 დეკემბერი, 1937) — პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ანდრია ლოკუტოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1892 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 29 დეკემბერი, 1937 |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანდრია ლოსკუტოვი დაიბადა 1892 წელს, თბილისში.
იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო შრომის კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში: იყო „ცეკავშირის“ საანგარიშო განყოფილების გამგე. 1923 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატში ეკონომისტ-ფინანსისტად. 1937–1938 წლებში დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს 1937 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში „მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის და ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სისტემაში მავნებლობის“ ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 28 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 29 დეკემბრის ღამეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ირემაძე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 251, თბ., 2018 წელი.
- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, გვ. 290, თბილისი, 2016