ანდრია ბიზანტიელის წელთაღრიცხვა
ანდრია ბიზანტიელის წელთაღრიცხვა — ქრისტიანობის ქრონოლოგიური სისტემა „სამყაროს შექმნიდან“, რომელიც იმპერატორ კონსტანციუს II-ის მმართელობის პერიოდში შექმნა ანდრია ბიზანტიელმა. 353 წელს ანდრიას მიერ შექმნილი წელთაღრიცხვის მიხედვით დაანგარიშებული აქვს 200 წლიანი პასქალური ცხრილი. ეპოქის ათვლის წერტილს წარმოადგენდა ძვ. წ. 5605 წლის 1 ოქტომბერი (კვირა დღე).
ისტორია
რედაქტირებაცნობილია, რომ ანდრია ბიზანტიელმა თავისი შრომა შექმნა კონსტანტინე დიდის შუათანა ძის იმპერატორ კონსტანციუს II-ის დავალებით, რომელიც 227 წლიდან მართავდა აღმოსავლეთ, ხოლო მისი ორი ძმა კი დასავლეთ რომის იმპერიას. მისი ძმების სიკვდილის შემდეგ კონსტანციუსმა დაიწყო ბრძოლა უზურპატორთა წინააღმდეგ, რომელთაც დაპყრობილი ჰქონდათ იმპერიის დასავლეთ პროვინციები. 353 წლის აგვისტოში კონსტანციუსმა შემოიერთა რა რომის მიტაცებული ნაწილი, გახდა ერთიანი რომის იმპერატორი. სწორედ აღნიშნული წლიდან იწყება ანდრია ბიზანტიელის მიერ შექმნილი 200 წლიანი პასქალური კალენდრის ათვლა.
ანდრია ბიზანტიელის წელთარღიცხვამ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით ფეხი მოიკიდა სასომხეთსა (სომხ. հրոմոց — „რომაელთა წელთაღრიცხვა“) და საქართველოში („ქორონიკონი“). თუმცაღა ქართულ ისტორიულ წყაროებში ქორინიკონით წარმოდგენილ წლებში გვხვდება სხვადასხვა წელთარღიცხვის სისტემით გამოთვლილი თარიღები.
კორნელი კეკელიძეც 6504 წლიანი სისტემის არაპირდაპირ ავტორად მაგნოს ეპისკოპოსის ძმას ანდრია ბიზანტიელს მოიაზრებდა. მისი აზრით ანდრია თვლიდა რომ დაბადებიდან ქრისტემდე გასული იყო 6500 წელი, ხოლო 4 წლიანი დანაკლისი ეს გამოწვეული შეიძლება ყოფილიყო სულპიციუს სევეროზისა და 243 წლის ანონიმის მიერ წარმოდგენილ სისტემათა შორის 4 წლიანი სხვაობით. აქედან გამომდინარე თუ რა დათვლებზე იყო აწყობილი თუნდაც ანდრია ბიზანტიელის 6500 წელი, უცნობია[1].
წელთარღიცხვის დეტალები
რედაქტირებაპავლე კუზენკოვის რეკონსტრუქციით ანდრიას სისტემას ჰქონდა შემდეგი სახე:
- სამყაროს შექმნა — ძვ. წ. 5604 წლის 18 მარტის კვირიდან 24 მარტის შაბათამდე; მნათობთა შექმნა — გაზაფხულის ბუნიანობას 21 მარტის ოთხშაბათს; ადამის შექმნა — 23 მარტის პარასკევს.
- წელთაღრიცხვის (ეპოქის) დასაწყისი — ძვ. წ. 5605 წლის 1 ოქტომბერი, კვირადღე.
- ქრისტეს განხორციელება ძვ. წ. 5 წლის 21 მარტი.
- ქრისტეს ვნება 31 წლის 23 მარტს პარასკევი.
- აღდგომა — კვირა დღე 31 წლის 25 მარტი.
რეალიზებული „მისტიური პარალელები“:
- 21 მარტი — მნათობთა შექმნა და განხორციელება.
- 23 მარტი, პარასკევი — ადამის შექმნისა და ქრისტეს ვნების დღე.
- 25 მარტი, კვირა — ხარებისა და აღდგომის დღე.
ლიტერატურა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კეკელიძე კ. „ქართული ერა და ეორტოლოგიური წელიწადი“: ენიმკის მოამბე, ტ. V-VI, თბ., 1940 წ., გვ. 87, 93