ქრისტიანობის ქრონოლოგიური სისტემები
ქრისტიანობის ქრონოლოგიური სისტემები — წელთაღრიცხვის ქრონოლოგიური სისტემები, რომლებიც განვითარდა და ჩამოყალიბდა ქრისტიანულ სამყაროში, მისი არსებობის მანძილზე.
ისტორია
რედაქტირებაპირველად ადრექრისტიანულმა აპოლოგეტებმა მიმართეს მსოფლიო ქრონოლოგიას, რათა ეჩვენებინათ კერპთთაყვანისმცემელთათვის რომ მათი რწმენა არ წარმოადგენდა „რელიგიურ სიახლეს“. ამის განსახორციელებლად საჭირო გახდა ძველბერძნული ისტორიის — ძველი აღთქმასთან სინქრონულ შესაბამისობაში მოყვანა. ავტორთა შორის, რომლებმაც აღიშნულ სფეროში დაიხარჯნენ, გამოირჩეოდნენ: ტიმოთე (ორფეისა და გედეონის ეპოქების შემრწყობი), იუსტინე მოწამე, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი და სხვები. აქვე ჩვენ პირველად ვაწყდებით ბიბლიური ქრონოლოგიის „ადამიდან“ — ცეზარების ეპოქებთან შეთანხმებას.
ქრონისტთა მოღვაწეობის ალტერნატიულ ინტერესს ესქატოლოგია წარმოადგენდა. მრავლი მცდელობა გამოთვლილიყო ბოლო ჟამი, გამოიღო თავისი ნაყოფი. აღნიშნულის გარდა „ქრისტიანული ქრონოლოგიის მამა“ იული აფრიკანმა და იპოლიტე რომაელმა III საუკუნეში ჩამოაყალიბეს 5500 წლიანი წელთაღრიცხვის კონცეფცია: მაცხოვარი მოევლინა ქვეყანას მე-6 ათასწლეულის შუა ხანს, ხოლო მე-7 ათასწლეულში დადგა „წმინდანთა მეფობის“ ჟამი, რომელიც ნახსენები იყო იოანეს „გამოცხადებაში“. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, ზუსტმა ესქატოლოგიამ დაკარგა თავისი ძველი აუცილებლობა. ეკლესიამ დაიწყო ქილიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. კონსტანტინე დიდის, მთავარი საეკლესიო ისტორიკოსი ევსევი კესარიელი თავის მსოფლიო ქრონიკაში («ჟამთა კანონები») უარს ამბობს 5500 წლიანი წელთაღრიცხვაზე, იყენებდა რა წელთაღრიცხვას აბრაამიდან, ხოლო ქრისტიანული პერიოდისათვის მაცხოვრის „განხორციელებას“. ზოგადად ევსევი ძველბერძნული მითების ღმერთებსა და გმირებს ისტორიულ პერსონაჟებად აღიქვამდა, რომლებიც მისი აზრით ცხოვრობდნენ მოსე წინასწარმეტყველის შემდეგ. ევსევისა და იერონიმეს (რომელმაც გადათარგმნა მისი ქრონიკა) გზას დაადგა დასავლეთევროპული ანალისტიკაც.
ჯერ კიდევ III საუკუნის დასაწყისში იპოლიტემ შეეცადა გაემყარებინა ქრონოლოგიური გამოთვლები პასქალიაზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენდა უნივერსალური მზე-მთავრის კალენდარს, რომელიც იძლეოდა საშუალებას ნებისმიერი დღისთვის გამოთვლილ ყოფილიყო კვირის დღე და მთვარის ფაზა. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა მოძიებულიყო ზუსტი თარიღები სამყაროს შექმნისა (ოთხშაბათი, სავსემთვარე, დღეღამტოლობა, პასქალური ციკლის დასაწყისი) და ქრისტეს ვნების დღეები (პარასკევი, პასქალური სავსე მთვარე). თუმცაღა იმ დროისათვის არსებული პასქალური ციკლების არასრულყოფილობა გამოთვლებს არადამაჯერებელს ხდიდა. მხოლოდ 19 წლიანი პასქალიის შექმნისთანავე შესაძლებელი გახდა შექმნილიყო ავტორიტეტული მსოფლიო წელთაღრიცხვა. არაა გამორიცხული რომ ჯერ კიდევ პირველი ქრისტიანული პასქალისტი ანატოლი ლაოდიკიელმა, რომელიც იყენებდა 19 წლიანი ციკლიანი სისტემას, შეეცადა შეექმნა პირველი მსოფლიო წელთაღრიცხვა. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს რაბინებმა და შექმნეს იუდეური მსოფლიო წელთაღრიცხვა, რომელშიც 4000 წელი იწყება ძვ. წ. 240 წლის შემოდგომაზე. IV–V საუკუნეებში ადგილი ჰქონდა ორ მეტნაკლებად ავტორიტეტული პასქალურ ტრადიციებს შორის პაექრობას — ალექსანდრიული და სირიულკონსტანტინოპოლური, რომლებიც ეყრდნობოდნენ სხვადასხვა ტიპის 19 წლიანი ციკლებს. ორივემ შექმნა საკუთარი მსოფლიო წელთაღრიცხვის ვარიანტი. IV საუკუნის შუა ხანებში ანდრია პასქალისტის მიერ შეიქმნა კონსტანტინოპოლური წელთაღრიცხვა, რომელიც თავის მხრივ შეიქმნა სირიული ციკლის რეფორმირების ბაზაზე, რომელიც გამოდის მოსაზრებიდან რომ ადამიდან ქრისტემდე გავიდა ზუსტად 5600 წელი (1 წელი ხორცშესხმიდან = 5601 წელს სამყაროს შექმნიდან = 5/4 г. до н.э.). ალექსანდრიული წელთაღრიცხვის ავტორმა ანიანემ V საუკუნის დასაწყისში ალექსანდრიულ პასქალიაზე დაყრდნობით დაამტკიცა ქრონოლოგიური პრინციპი 5500 წელი ადამიდან ქრისტემდე; მის სისტემაში განსაკუთრებული საღვთისმეტყველო მისტიურობით დაკავშირებულია ერთმანეთთან სამყაროს შექმნის, განხორციელებისა და აღდგომის დღეები, რომლებიც შეესაბამება 25 მარტს. აღნიშნულის გამო მოგვიანებთ გახდა მიღებულიყო ისტორიულად შეუძლებელი თარიღი — 42 წლის გაზაფხული, როგორც ვნებისა და აღდგომის დღე. VI საუკუნეში მოკლე ვადით ჩნდება ანტიქილიასტური წელთაღრიცხვა — 6000 წელი, რომლის ნიშნები შეიძლება ვიპოვნოთ იოანე მალალის „ქრონოგრაფიაში“. აღნიშნული სიტემა იმთავითვე არამყარი და არაზუსტი იყო და შესაბამისად ვერ დამკვიდრდა დიდხანს.
მიუხედავად აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ალექსანდრიული პასქალიის ოფიციალურად მიღებისა (VI საუკუნიდან — რომში), კონსტანტინოპოლის სისტემის მომხრეები არ აპირებდნენ დანებებას. პასქალური დისპუტებისა და რეფორმების მსველობების პარალელურად VI საუკუნის მეორე ნახევარსა და VII საუნუნის დასაწყისში აღნიშნული სისტემა სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით ქრისტიანულ აღმოსავლეთში, ახალი სუნთქვა შეიძინა „პასქალური ქრონიკების“ გაჩენისთანავე (1 წელი = ძვ. წ. 5509 წელი) და მარტის რომაული წელთაღრიცხვა (1 წელი = ძვ. წ. 5508 წელი). ორივე წელთღრიცხვა არსებობდა VII–IX საუკუნეებში. და მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. საბოლოოდ, IX საუკუნის დასაწყისის ყველაზე ავტორიტეტულმა ქრონისტებმა, გიორგი სინკელმა და თეოფანემ მოუწოდეს რომ ესარგებლათ ანიანე ალექსანდრიელის წელთაღრიცხვით, როგორც ყველაზე ავტორიტეტულის.
ბიბლიის ქრონოლოგიური ცნობები
რედაქტირებამიუხედავად იმისა რომ ქრისტიანობის ყველა წელთაღრიცხვა ეყრდნობა ძველი აღთქმის ისტორიას, ბიბლიაზე დაყრდნობით ზუსტი პერიოდის გაანგარიშება ადამიდან ქრისტემდე შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენამდე მოაღწია ძველი აღთქმის რამდენიმე ხელნაწერმა, რომლებიც რიგ საკითხებში მათ შორის მასში არსებული თარიღების გამო განსხვადება ერთმანეთისაგან. არსებობს ძველი აღთქმის სამი განსხვავებული წყარო რომლებსაც ეყრდნობა სხვადასხვა წელთაღრიცხვა, ესენია: ბერძნული ცნობილი სეპტუაგინტას სახელით, იუდეური მასორეტული და სამარიტული ტრადიციის.
რაც შეეხება ახალი აღთქმის ქრონოლოგიურ ცნობებს ის მასში ძალიან მწირედაა წარმოდგენილი.
წელთაღრიცხვის სისტემები
რედაქტირებაპასქალური წელთაღრიცხვები
- ანდრია ბიზანტიელის წელთაღრიცხვა (ძვ. წ. 5604)
- ალექსანდრიული წელთაღრიცხვები:
- პანოდორუს ალექსანდრიელის წელთაღრიცხვა (29 აგვისტო, ძვ. წ. 5493)
- ანიანე ალექსანდრიელის წელთაღრიცხვა (25 მარტი, ძვ. წ. 5493)
ხორცშესხმამდე
- პტოლემესა და რომის იმპერატორთა ალექსანდრიული ქრონოლოგია
- კართაგენის პასქალისტი
- ევსევის წელთაღრიცხვა
- დიონისე მცირის წელთაღრიცხვა
- მზის ციკლის ოქტომბრისეული დასაწყისი და დიონისე მცირის მზის ციკლი
- ეასას პასქალიის წელთაღრიცხვა
- ირონის წელთაღრიცხვა
- აღმოსავლეთსირიული წელთაღღიცხვა
- იუდეური წელთაღრიცხვები
- შაბათის ციკლი
- ტაძრის დანგრევის წელთაღრიცხვა
- წელთაღრიცხვა სამყაროს შექმნიდან და წელთაღრიცხვა ადამიდან
არაპასქალური წელთაღრიცხვები
- ანდრონიკეს წელთაღრიცხვა
- ისიქია მილეთელისა და იოანე მცირის 6000 წლიანი წელთაღრიცხვა
- ევსევის გრძელი წელთაღრიცხვა
ბერძნული წელთაღრიცხვები
- პასქალური ქრონიკების წელთაღრიცხვა
- რომეული (ბიზანტიური) წელთაღრიცხვა
- გიორგი ბერის ფსევდო ანტიოქიური წელთაღრიცხვა ხორცთშესხმიდან
ჰიბრიდული წელთაღრიცხვები
- 5505 წლიანი წელთაღრიცხვა («ბულგარული»)
- 5516 წლიანი წელთაღრიცხვა («რომაულ-დიონისეული»)
- 5509/8 წლიანი წელთაღრიცხვა («ალექსანდრიულ-რომაული»)
- 5500 წლიანი წელთაღრიცხვა («ალექსანდრიულ-დიონისეული»)
აღმოსავლურ ქრისტიანული წელთაღრიცხვები
- სომხურ-ქართული წელთაღრიცხვები სამყაროს შექმნიდან ანდრია ბიზანტიელის მიხედვით
- ქართული წელთაღრიცხვა სამყაროს შექმნიდან ანდრია ბიზანტიელის სისტემის მიხედვით
- ქართული ქორონიკონი და იმპერატორ ფილიპეს წელთაღრიცხვა
- სომხური წელთაღღიცხვები შობიდან/განხორციელებიდან და ქრისტეს ვნებებიდან
- ქართულ-ალექსანდრიული წელთაღრიცხვა აღდგომიდან (შობიდან)
- სირიული წელთაღრიცხვა ამაღლებიდან
- «უფროსი» («დიდი») სომხური წელთაღღიცხვა
- «უმცროსი» («მცირე») სომხური წელთაღღიცხვა
- წელთაღრიცხვა სომხეთის გაქრისტიანებიდან