აკაკი ანდრიაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ანდრიაშვილი, აკაკი)

აკაკი კირილეს ძე ანდრიაშვილი (დ. 4 ნოემბერი, 1904, სოფ. ძველი გავაზი (ახლანდელი ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი) — გ. 27 მაისი, 1992, თბილისი, დაკრძალულია ახალსოფელში) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1953).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი); ასპირანტურის დამთავრებსი შემდეგ (1937) იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას (1949-მდე), დაწერილი აქვს ორი სიმფონია (1933, 1937), საფორტეპიანო კონცერტი (1934), სიმფონიური პოემა „საბჭოთა ოსეთი“ (1942), კვარტეტი (1944), ოპერები: „კაკო ყაჩაღი“ (დაიდგა 1940), „ზვავი“ (დაიდგა 1960), „ნანა“ (1942), „ოთარაანთ ქვრივი“ (1951), „მეგობრობა“ (1954), „განდეგილი“ (1971) , კომიკური ოპერა „ლაშქარა“ (დაიდგა 1946), საბავშვო ოპერა „ჩხიკვთა ქორწილი“ (დაიდგა 1954), სიმღერები, მუსიკა თეატრისათვის და სხვა. ანდრიაშვილის ოპერებიდან განსაკუთრებული წარმატება ხვდა ჰეროიკულ ოპერა „კაკო ყაჩაღს“, რომლის მუსიკალური სტილი დაფუძნებულია აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერებზე. ანდრიაშვილი მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში. 1960 წელს მოაწყო ფოლკლორული ექსპედიცია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, ჩაიწერა 150-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, შეადგინა (ვ. მახარაძესთან ერთად) კრებული „ქართული ხალხური სიმღრები“ (1971). აღსანიშნავია ანდრიაშვილის სარედაქტორი მუშობაც. მას ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „ლატავრას“ ახალი რედაქცია (ვ. ფალიაშვილთან და მ. კვალიაშვილთან ერთად).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დონაძე ლ., კომპოზიტორი ა. ანდრიაშვილის ოპერა „კაკო ყაჩაღი“, «საბჭოთა ხელოვნება», 1940, №10;
  • მისივე, Очерки по истории грузинской советской музыки, ч. 1, Тб., 1975;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 448.
  • ჩხიკვაძე გ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 149, თბ., 1997;