ანდრეის იურიანსი (ლატვ. Andrejs Jurjāns, დ. 30 სექტემბერი, 1856 - გ. 28 სექტემბერი, 1922) — ლატვიელი კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე. ის იყო ლატვიაში პირველი კლასიკოსი კომპოზიტორი, რომელმაც შექმნა ინსტრუმენტული პიესები და კანტატები. იურუანსი ასევე სწავლობდა და შეაგროვა 6 000-ზე მეტი ლატვიური ფოლკლორის ამსახველი ნაწარმოები, მათ შორის 3 000 სიმღერა, რომლებიც მან ექვს წიგნში გააერთიანა. ამ კრებულს „Latvju tautas mūzikas materiāli“ (ლატვიური ხალხური მუსიკის მასალები) ეწოდება.[2]

ანდრეის იურიანსი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 სექტემბერი, 1856(1856-09-30)[1]
დაბ. ადგილი Ērgļi
გარდ. თარიღი 28 სექტემბერი, 1922(1922-09-28)[1] (65 წლის)
გარდ. ადგილი რიგა
დასაფლავებულია Forest Cemetery
ანდრეის იურიანსი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრეის იურუანსი დაიბადა 1856 წელს ერგლში. იურიანსმა ლატვიის პირველ სასიმღერო ფესტივალზე, 1873 წელს გუნდურ მღერაში მონაწილეობის შემდეგ, აქტიური მუსიკოსობა გადაწყვიტა. 1875 წელს ის სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა კომპოზიციებს, ორღანსა და ვალტორნას ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვთან და გერმანელ მეორღანეებთან ლოუის ჰომილიუსთან და ფრიდრიხ ჰომილიუსთან ერთად.

1877 წელს მან პირველი კომპოზიცია გამოაქვეყნა. 1882 წლიდან 1916 წლამდე იურიანსი რუსეთის საიმპერატორო ხარკოვის მუსიკალურ კონსერვატორიაში მუსიკას ასწავლიდა.[3] პარალელურად, ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა ლატვიური მუსიკალური ნამუშევრების შეგროვებაში, კვლევაში და არანჟირებაში. მისი ხუთტომიანი ნაშრომი, „ლატვიური ხალხური მუსიკის მასალები“ მოიცავს დაახლოებით 2 000 მელოდიას.[4] იურიანსმა ამ საკითხის კვლევას საფუძველი ჩაუყარა. საკუთარ სამ ძმასთან, იურისთან, პავულსთან და პეტერისთან ერთად, ის რეგულარულად მონაწილეობდა ლატვიურ სასიმღერო ფესტივალზე.

1910 წლიდან იურიანსის სმენა შესუსტდა და 1916 წლიდან მან სხვებისთვის სწავლებას თავი ანება. 1920 წელს, სერიოზული ავადმყოფობით ის ლატვიაში დაბრუნდა, სადაც 2 წლის შემდეგ, 1922 წელს გარდაიცვალა.

ანდრეისის ძმამ, პავულსმა მისი სიკვიდილის შემდეგ, მისივე ნაშრომები ხუთტომეულის კიდევ ერთ, მე-6 ნაწილად გამოსცა.

  1. 1.0 1.1 Musicalics
  2. Jurjans, Andrejs (1856–1922). ციტირების თარიღი: January 14, 2017
  3. Švalbe, Erika Lynn. (December 1997) Andrejs Jurjāns as Symbol of Latvian Identity: Native Folk Songs in his Large-Scale Symphonic Works. University of North Trxas. ციტირების თარიღი: January 14, 2017
  4. Reading Europe – Materials of Latvian Folk Music: Vol. 5. ციტირების თარიღი: 16 January 2017