ანდრე მორუა

(გადამისამართდა გვერდიდან ანდრეა მორუა)

ანდრე მორუა (ემილ ერცოგი) (ფრან. André Maurois; დ. 26 ივლისი, 1885 – გ. 9 ოქტომბერი, 1967) — ფრანგი მწერალი.

ანდრე მორუა
Maurois Harcourt 1936.jpg
დაბ. თარიღი 26 ივლისი 1885(1885-07-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [5] [10] [11]
დაბ. ადგილი ელბეფი
გარდ. თარიღი 9 ოქტომბერი 1967(1967-10-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (82 წლის) ან 7 ოქტომბერი 1967(1967-10-07)[12] (82 წლის)
გარდ. ადგილი ნეიი-სიურ-სენი[13]
დასაფლავებულია ნეიი-სიურ-სენი
საქმიანობა ფილოსოფოსი, ესეისტი, რომანისტი, ისტორიკოსი, მწერალი, სცენარისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ბიოგრაფი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და საბავშვო მწერალი
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი პიერ-კორნელის ლიცეუმი
ჯილდოები საფრანგეთის აკადემია და კონკურ ჟენერალ
მეუღლე სიმონე დე კაიიავე
შვილ(ებ)ი Gérald Maurois და Michelle Maurois

ბიოგრაფიარედაქტირება

ანდრე მორუა დაიბადა 1885 წელს ელბევში (ელზასი), მდიდარ ბურჟუაზიულ ოჯახში. დაამთავრა რუანის ლიცეუმი, სადაც მისი მასწავლებელი იყო ცნობილი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ალენი. ფილოსოფიური განათლების მიღების შემდეგ ათი წლის განმავლობაში მამის დიდ ინდუსტრიულ ქარხანას ედგა სათავეში.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს. პირველ რომანს "პოლკოვნიკ ბრამბლის სიჩუმე" წარმატება ხვდა წილად; მორუამ თავი დაანება ქარხანას და მწერლობა დაიწყო. მისი ლიტერატურული შემოქმედება დიდია და მრავალფეროვანი. რომანებიდან ცნობილია: "არც ანგელოზი, არც მხეცი", "ბერნარ კენე", "ოჯახური წრე", "ბედნიერების ინსტინქტი". მორუას რომანებში ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზითა და თავდაჭერილი ირონიით მოცემულია მდიდარი ბურჟუაზიული საზოგადოების ცხოვრება, მიზნები, ხასიათები და ცხოვრების წესი. ნოველათა კრებულებიდან აღსანიშნავია: "მოულოდნელი ყოველთვის სრულდება"", "საშინელი სამყარო".

მორუას შემოქმედებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს რომანის სახით დაწერილი გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები. ზუსტი დოკუმენტაციის საფუძველზე მორუა იკვლევდა გამოჩენილ ადამიანთა ფსიქოლოგიას, შინაგან წვას და შემოქმედებით პროცესს. ასეთებია: "არიელი, ანუ შელის ცხოვრება", "ბაირონი"', "ვოლტერი", "პრუსტი", "ლელია, ანუ ჟორჟ სადნის ცხოვრება", "პრომეთე, ანუ ბალზაკის ცხოვრება", "ალექსანდრე ფლემინგის ცხოვრება" და სხვა.

მორუა ავტორია დიდი და საინტერესო ისტორიული შრომებისა: "ინგლისის ისტორია", "ამერიკის ისტორია", "საფრანგეთის ისტორია", "ამერიკისა და საბჭოთა კავშირის პარალელური ისტორია (მორუა ავტორია ამერიკის ისტორიის ნაწილის, სსრკ–ს კი – ლუი არაგონი)

1928 წელს მორუა საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა.

ანდრე მორუა გარდაიცვალა 1967 წელს.

ლიტერატურარედაქტირება

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 544–545

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 5.2 NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
  9. Munzinger-Archiv — 1913.
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  13. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118782665 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.