ანდორის ფეხბურთის ფედერაცია
(გადამისამართდა გვერდიდან ანდორას ფეხბურთის ფედერაცია)
ანდორის ფეხბურთის ფედერაცია (კატ. Federació Andorrana de Futbol) — ფეხბურთის მმართველი ორგანო ანდორაში. დაარსდა 1994 წელს. უეფასა და ფიფაში გაწევრიანდა 1996 წელს. არის ანდორის პირველი დივიზიონის, ანდორის თასისა და ანდორის სუპერთასის ორგანიზატორი. მისი ორგანიზებით იმართება ანდორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. ფედერაცია დაფუძნდა ანდორაში, ესკალდეს-ენგორდანიში.[1]
უეფა | |
---|---|
დაარსდა | 21 აპრილი, 1994 |
ფიფა-ში გაწევრიანდა | 1996 |
უეფა-ში გაწევრიანდა | 1996 |
პრეზიდენტი | ვიკტორ სანტოსი |
ანდორის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა 1996 წლის 23 ნოემბერს, ესტონეთის წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში გუნდი ანგარიშით 1:6 დამარცხდა.
2001 წლის მონაცემებით ანდორაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 12 საფეხბურთო კლუბი, 300 ფეხბურთელი და 22 მსაჯი.[2]
პრეზიდენტები
რედაქტირება- ფრანცესკ ვილა (1994—2000)
- ფრანცესკ ამატი (2001—2009)
- ანტონი გირიბეტი (2009—2013)
- ვიქტორ სანტოსი (2013—)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Encouraging Andorran advancements. Uefa.com. ციტირების თარიღი: 2013-12-04.
- ↑ Андорра დაარქივებული 2014-07-31 საიტზე Wayback Machine. / Планета Футбол. — 2001