ანდოგის სერი
ანდოგის სერი (რუს. Андогская Гряда) — ბორცვიანი მაღლობი რუსეთში, ვოლოგდის ოლქში. მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილოეთით. მდინარეების ანდოგისა და შექსნის აუზების წყალგამყოფი. გადაჭიმულია 100 კილომეტრზე ბელოეს ტბასა და რიბინსკის წყალსაცავს შორის. სიმაღლე 270 მეტრამდე. მორენული ბორცვები მორიგეობენ ბრტყელ დაჭაობებულ ქვაბულებთან, რომლებიც წიწვოვნებით, უმთავრესად, ნაძვის ტყითაა დაფარული.
ანდოგის სერი | |
---|---|
ტბა ბელოე | |
კოორდინატები: 59°25′00″ ჩ. გ. 37°05′ ა. გ. / 59.4167000° ჩ. გ. 37.083° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 270 მ |
სიგრძე | 100 კმ |
ლიტერატურა რედაქტირება
- Большая российская энциклопедия, М., научное изд-во «Большая российская энциклопедия», 2005, გვ. 719.