ანდებზე გადასვლა
ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი

სან-მარტინი და ო'ჰიგინსი ანდებში
თარიღი 19 იანვარი, 1817–8 თებერვალი, 1817
მდებარეობა ანდები
შედეგი წარმატებული გადასვლა
მხარეები
ჩილეს დროშა ჩილე
არგენტინის დროშა არგენტინა
ესპანეთის დროშა ესპანეთი
მეთაურები
ხოსე სან-მარტინი
ბერნარდო ო'ჰიგინსი
ფრანსისკო მარკო დელ პონტი
მარიანო ოსორიო
დანაკარგები
არმიის 1/3 და ცხენების ნახევარი

ანდებზე გადასვლა (ესპ. Cruce de los Andes) – სამხედრო კამპანია, განხორციელებული ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში. არგენტინისა და ჩილეს არმიები გენერალ ხოსე სან-მარტინის ხელმძღვანელობით ახდენენ ანდებზე გადასვლას ჩილეს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ესპანელების ქვეყანაში შესაძლო შემოჭრის თავიდან აცილების მიზნით.

სან-მარტინის დროშის ორიგინალი

გადასვლისთვის მზადება დაიწყო არგენტინის ქალაქ მენდოსაში. სან-მარტინის არმიაში შედიოდა 4 000 ადამიანი, რომელთა 1/3 დაიღუპა მთებში გადასვლის დროს.

1817 წელს სან-მარტინის ჯარისდარცენილი ნაწილი შევიდა სანტიაგოში. ამ დროისთვის ესპანელი როიალისტების ჯარმა უკან, ჩრდილოეთისაკენ დაიხია. 12 თებერვალს ჩაკაბუკოსთან ომის დროს სან-მარტინმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 1818 წლის 12 თებერვალს კი ჩილეს უზენაესმა მმართველმა ბერნარდო ო'ჰიგინსმა გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება