ანგელოზი (პერსონაჟი)
ანგელოზი (უორენ კენეთ უორთინგტონ III) — გამოგონილი პერსონაჟი, კომიქსების სუპერგმირი Marvel Comics-ის რეალობაში. ანგელოზი, შემდგომ ცნობილი როგორც მთავარანგელოზი, იქს-ადამიანების ერთ-ერთი დამაარსებელი წევრია. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში იქს-ადამიანები (ნაწ. 1) #1 (1963 წლის სექტემბერი).
ანგელოზი | |
---|---|
ანგელოზი. ექსკალიბური #11. | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #1 (1963 წლის სექტემბერი) |
ავტორ(ებ)ი | სტენ ლი, ჯეკ კირბი |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | უორენ კენეთ უორთინგტონ III |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
ფსევდონიმები | სიკვდილი, შავი ანგელოზი, ანგელოზი, შურისმაძიებელი ანგელოზი, მთავარანგელოზი. |
მოკავშირეები |
იქს-ადამიანები იქს-ძალა იქს-კლუბი იქს-ფაქტორი Renegades Cheyarafim ლოს-ანჯელესის ჩემპიონები მცველები/საიდუმლო მცველები Hellfire Club აპოკალიფსის მხედრები იქს-ტერმინატორები Worthington Industries |
შესაძლებლობა |
როგორც ანგელოზი: ფრენა, ზეადამიანური ძალა როგორც მთავარანგელოზი: მეტალის ფრთები, ბასრი ბუმბულები, ფრენის სისწრაფე, სწრაფად განკურნების უნარი, ზეადამიანური ძალა |
იგი კომპანია Worthington Industries-ის მფლობელი და გენერალური დირექტორია, ამ პრივილეგიურმა თანამდებობამ განსაზღვრა ის, რომ „იქს-ადამიანების“ პირველ ნომრებში უორენს ქედმაღალი, თვითკმაყოფილი პლეიბოის იმიჯი აქვს. ოთხმოციან წლებში, როდესაც იგი გარდაიქმნა სასტიკ და შეუპოვარ მთავარანგელოზად, პლეიბოი შეცვალა დაკვირვებულმა და ჩაფიქრებულმა პიროვნებამ. თავდაპირველად, მუტანტი ფლობდა ბუმბულით დაფარულ განიერი ფრთების წყვილს, რომლებიც აპოკალიფსმა ტექნო-ორგანული ვარიანტით ჩაანაცვლა და გააფართოვა მუტანტის შესაძლებლობათა დიაპაზონი.
იგი კომიქსების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო წლების მანძილზე. გამოჩნდა იქს-ადამიანების ანიმაციურ სერიებში, ვიდეო თამაშებში, ასევე სრულმეტრაჟიან ფილმში — იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა, სადაც პერსონაჟს მსახიობი ბენ ფოსტერი ანსახიერებს.