ანა ღოღობერიძე
ანა ღოღობერიძე (დ. 1842, ქუთაისი — გ. 30 მაისი, 1890, ახალციხე) — ქართველი პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ოთხკლასიანი ქალთა სასწავლებელი. 1870 წლის 4 აპრილს ქალაქ ახალციხეში გადმოსლუმა ანამ სრულიად ახალგაზრდამ „დააფუძნა ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოება“, საზოგადოების წევრები კი იყვნენ: ვასილ გამრეკელი, ივანე გოპაძე, დიმიტრი ხახუტაშვილი კონსტანცია მეფისაშვილი, ლიზა მირიანაშვილი, ევგენია ასათიანი, ანა ხახუტაშვილი და ა.შ რომლის მიზანსაც ახალციხეში ქართველი ქალებისთვის უფასო სასწავლებლის გახსნა, ასევე მათთვის ხელსაქმის სწავლება წარმოადგენდა. მეცადინეობა კი 1 მაისს თამარ მეფის ხსენების დღეს დაიწყო. თავდაპირველად პედაგოგიურ საქმიანობას თავადაც ეწეოდა.
რაბათის ქალთა სკოლის შესახებ ქართველ საზოგადოებას ამცნო ჟურნალმა „განათლებამ.“ ახალციხის ქალთა უფასო სკოლის დაფუძნებას, სადაც ძირითადად შეჭირვებულები სწავლობდნენ, იაკობ გოგებაშვილმა „ცისკრის ამოსვლა“ უწოდა. სკოლის ხარჯებზე ზრუნავდა ანა მუსხელიშვილი, რასაც ემატებოდა საქველმოქმედო საზოგადოების წევრთა შესატანები, შემოწირულობანი,„ქართველთა შორის წერა-კითხვის განმავრცობელი საზოგადოების ერთდროული დახმარება“ საღამო წარმოდგენებიდან შემოსული თანხა, მოსწავლეთა ნაკეთობების რეალიზაციით შემოსული თანხა, ყოველივე ამის ორგანიზატორი ანა ღოღობერიძე იყო.
კონსტანტინე გვარამაძის ცნობით აღნიშნული სასწავლებელი მოთავსდა რაბათში ნაქირავებ სახლში. თავდაპირველად თვითონ ასწავლიდა გოგონებს, ხოლო შემდეგ თბილისიდან სდა ქუთაისიდან მიიწვია ორი მასწავლებელი, როგორც რუსულ-ქართული ენების, ისე ქსოვისა და ქარგვის შესასწავლად. ასევე ერთ-ერთ აუცილებელ საგნად ითვლებოდა საღმთო სჯული, წლების განმავლობაში. უფასოდ ასწავლიდნენ მღვდელი ივანე გვარამაძე და დეკანოიზი მამა დიმიტრი ხახუტაშვილი. სხვადასხვა დროს ასევე უანგაროდ მუშაობდნენ გრიგოლ ბურჭულაძე, კონსტანტინე გვარამაძე. ახალციხის უფასო ქალთა სასწავლებელში წელიწადში 60-ამდე მოსწავლეს ამზადებდა. სასწავლებელს ყოველწლიურ ნივთიერ დახმარებას უწევდა ქალაქის გამგეობა - 3000 მანეთით. უფასო სკოლის დაფუძვნებას იმდროსვე დიდი მოწონებით შეხვდა ქართველი ინტელიგენცია და უწევდა მატერიალურ დახმარებას, იაკონ გოგებაშვილმა აღნიშნულ სკოლას მიუძღვნა წერილი „აბასთუმანი“, აკაკი წერეთელმა კი 1871 წელს პატივისცემის ნიშნად ანა ღოღობერიძეს მიუძღვნა ლექსი „ვარდის ხმაზედ.“
1875 წელს დროებით რუსეთში გადასახლდა და იქაც ენერგიულად განაგრძობდა საზოგადოებრივ საქმიანობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზრუნვა ღარიბ მოსწავლეთა ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. ანა ღოღობერიძე ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა ქუთაისში ხოლო 1885 წელს კი ისევ დაბრუნდა ახალციხეში საცხოვრებლად და გარდაცვალებამდე ზრუნავდა მის მიერ დაარსებულ სკოლაზე.ანას სახელს ასევე უკავშირდება ახალციხეში თეატრის დაფუძვნებაც. მესხეთში თეატრს მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა. 1911 წელს ახალციხის საზოგადოებამ აღნიშნა რაბათის დედათა სკოლის 40 წლისთავი. მონაწილეობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების „ახალციხის განყოფილების“ დაარსებაში. იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ღოღობერიძის და, ახალციხის მაზრის სამხედრო უწყების მოხელე-გენერლის გ. მუსხელიშვილის მეუღლე. ქველმოქმედი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა თბ., 1961 გვ. 135
- ყრუაშვილი ნ., ქალთა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხე 2016, გვ. 51-52