ანა ფრანკის დღიური
ანა ფრანკის დღიური, ანუ დღიური სახელწოდებით „თავშესაფარი“(ნიდერლ. Het achterhuis) — ებრაელი გოგონა ანა ფრანკის, ჩანაწერები, რომლებსაც იგი აკეთებდა ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, კერძოდ კი 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე.
„ანა ფრანკის დღიური“ | |
---|---|
Het Achterhuis | |
| |
ავტორი | ანა ფრანკი |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
ენა | ნიდერლანდური |
თემა | მეორე მსოფლიო ომი, ნაციზმი, ჰოლოკოსტი |
ჟანრი | ავტობიოგრაფია |
გამომცემელი | Contact Publishing |
გამოცემის თარიღი | 1947 |
დღიური პირველად გამოიცა ნიდერლანდებში 1947 წელს, შემდგომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში 1952 წელს სახელწოდებით „ნორჩი გოგონას დღიური“ (ინგლ. The Diary of a Young Girl). ამ ჩანაწერების საფუძველზე შექმნილია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები. გოგონას ოჯახი ამსტერდამის ერთ-ერთ შენობაში დაემალა ნაცისტებს და ისინი ორი წლის მანძილზე ძველი ოფისის შენობაში, გარემოს მოწყვეტილები იმალებოდნენ. ოჯახმა მრავალი გასაჭირი გადაიტანა. დღიურში ანა ფრანკი სწორედ ამ პერიოდს და ამასთან საკუთარ პიროვნულ განცდებს აღწერს.
დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის 1 აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. ჩანაწერები მამამისს, ოტო ფრანკს გადაეცა, რომელიც იყო ერთადერთი ებრაელი ვინც გადაიტანა ის ომი.
დღიურის ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ჩანაწერი გაკეთებული იყო ბურთულოვანი კალმით, რომელიც გამოიგონეს შვიდი წლის შემდეგ, 1951 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანა ფრანკის დღიური დაარქივებული 2008-04-01 საიტზე Wayback Machine.
- ანა ფრანკის დღიური (ელექტრონული წიგნი) დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.