ანა ტერ-ავეტიკიანი
ანა ტერ-ავეტიკიანი (სომხ. Աննա Տեր-Ավետիքյան; რუს. Анна Тер Аветикян; დ. 23 ოქტომბერი, 1908 — გ. 16 იანვარი, 2013) — პირველი სომეხი ქალი, რომელიც გახდა არქიტექტორი. მან დააპროექტა მრავალი მნიშვნელოვანი შენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და იყო რამდენიმე ეროვნული ჯილდოს მფლობელი თავისი საქმიანობისთვის.
ანა ტერ-ავეტიკიანი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
სრული სახელი | ატა ტიგრანოვა ტერ-ავეტიკიანი |
დაბ. თარიღი | 23 ოქტომბერი, 1908 |
დაბ. ადგილი | ერევანი |
გარდ. თარიღი | 16 იანვარი, 2013 (104 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი, სომხეთი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
ეროვნება | სომეხი, რუსი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ სომხეთი |
ალმა-მატერი | Hripsime School for Girls და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პერიოდი | 1926-1972 |
მნიშვნელოვანი პროექტები | Q21703827? და Q21699231? |
ჯილდოები | Honored Architect of the Armenian SSR |
მეუღლე | კონსტანტინე ოვანესიანი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაანა ტიგრანოვნა ტერ-ავეტიკიანი დაიბადა 1908 წლის 23 ოქტომბერს ერევანში, რომელიც იმ დროს იყო რუსეთის იმპერიის ერევნის გუბერნია. [1] იმ დროს, როდესაც სომხეთი ოსმალეთის იმპერიის რუსეთს შეუერთდა, მის წინაპრებს მიენიჭათ კეთილშობილური წოდება ნიკოლოზ I-ისგან, გენერალ ივან პასკევიჩის ჯარების დახმარებისა და სამედიცინო აღჭურვილობისთვის. [2] იგი დაიბადა არქიტექტორების და ქალაქის დეველოპერების ოჯახში, რომლებიც გამოირჩეოდნენ ისეთი ნამუშევრების შექმნით, როგორიცაა ერევნის პირველი სასმელი წყლის სისტემა, ქალაქის პირველი საავადმყოფო, ისევე როგორც სხვა ღირსშესანიშნაობები. [1] მამამ, ტიგრან ტერ-ავეტიკიანმა და მისმა ძმამ, ერვანდმა, შექმნეს ერევნის ფილარმონიის დარბაზი, საკრებულოს შენობა შაჰუმიანის მოედანზე და სხვა მნიშვნელოვანი ნამუშევრები. [2]
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, [2] 1924 წელს, ტერ-ავეტიკიანმა ჩააბარა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1926 წელს, სწავლის პარალელურად, მან დაიწყო მუშაობა ნიკოღაიოს ბუნიათიანის და ალექსანდრე თამანიანისთვის. ესენი იყვნენ არქიტექტორები, რომლებმაც ერევნის ქალაქის ბევრი შენობა დააპროექტეს. [1] ტერ-ავეტიკიანმა სწავლა დაამთავრა 1930 წელს და ცოტა ხნის შემდეგ, დაქორწინდა არქიტექტორზე, კონსტანტინე ოვანესიანზე, რომელიც ასევე დადიოდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობდა ბუნიათიანთან და თამანიანთან. [1]
კარიერა
რედაქტირებაქმართან ერთად, ტერ-ავეტიკიანმა შექმნა ერევნის სახანძრო და საპოლიციო განყოფილებები და კინოთეატრი „სასუნცი ტავიტი“, თუმცა კინოთეატრი მოგვიანებით განადგურდა. [1] 1938 წელს, მისმა ერთ-ერთმა დიზაინმა მოიპოვა აღიარება პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე „ქალი ხელოვნებაში და ხალხურ ხელოვნებაში“ და იმავე წელს გახდა ქალ არქიტექტორთა ტექნიკური შემოქმედების ლაურეატი. 1941-1943 წლებში ის იყო სომხეთის არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. [3] კინორეჟისურის შენობის მისმა დიზაინმა მოიპოვა პირველი პრიზი 1948 წლის ყველა საბჭოთა ქალის არქიტექტორთა კონკურსში. [1] შენობა, ხშირად ცნობილია როგორც პონჩიკანოცის შენობა, რადგან მასში განთავსებული იყო პონჩიკები, რომელიც ერთგვარი საკონდიტრო ნაწარმია. [4] [1]
მისი კარიერის განმავლობაში, ტერ-ავეტიკიანმა, რომელმაც შემდეგ მუშაობა დაიწყო სხვა არქიტექტურულ კომპანიებთან ერთად, ააშენა საცხოვრებელი და საოფისე შენობები, ასევე სკოლები და საავადმყოფოები. მის დიზაინებს შორისაა: სომხეთის ფილმების კინოსტუდია ლენინის პროსპექტისა და კიროვის ქუჩების კუთხეში; ვაჭრობის სამინისტროს შენობა; შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობა აბოვიანისა და კიროვის ქუჩებში; რ. აჩარიანის სახელობის ენის ინსტიტუტი; სკოლები ეჩმიაძინში, კიროვაკანში, ლენინაკანში, სტეფანავანსა და ერევანში; საავადმყოფო ნორ ბაიაზეტში. [3] მისი დიზაინები ცნობილი იყო კლასიკური კომპოზიციით და დეკორატიული ელემენტებით, მაგრამ სომხური არქიტექტურის აშკარად ნაციონალისტური მახასიათებლებით.
1945 წელს ტერ-ავეტიკიანი იქნა აღიარებული სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ და 1956 წელს იგი კვლავ დასახელდა ლაურეატად. [3] 1968 წელს ტერ-ავეტიკიანი გახდა ემერიტუს არქიტექტორი [1] და იგი პენსიაზე გავიდა 1972 წელს. [4] მას შემდეგ რაც სომხეთმა საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა, სომხეთის რესპუბლიკამ აღიარა ტერ-ავეტიკიანი, რომელმაც მიიღო ალექსანდრე თამანიანის ოქროს მედალი 2002 წელს. [1] 2008 წელს მან მიიღო ერევნის ოქროს მედალი, [3] 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ის იყო ჟურნალის არქიტექტურა, მშენებლობის ერთ-ერთი განსახილვევი სუბიექტი, 2012 წელს, სადაც ის და მისი ნამუშევრები შეადარეს ცნობილ ბრაზილიელ არქიტექტორს, ოსკარ ნიმაიერს. [2]
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
რედაქტირებატერ-ავეტიკიანი გარდაიცვალა 2013 წლის 16 იანვარს, ერევანში, სომხეთში. მან დააპროექტა ორმოცზე მეტი შენობა სომხეთში, მათ შორის პონჩიკანოცის შენობა. [5]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Armenian National Education Committee (27 October 2014). „Birth of Anna Ter Avetikian (pronounced Der-Avedikian) (October 23, 1908)“. This Week in Armenian History. Milwaukee, Wisconsin: Milwaukee Armenian Community Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2016. ციტირების თარიღი: 11 April 2017.
- Мирзоян (Mirzoyan), Тигран (Tigran) (2 July 2013). „Архитектор Анна Тер-Аветикян“ [Architect Anna Ter-Avetikyan] (Russian). Yerevan, Armenia: Golos Armenii. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 April 2017. ციტირების თარიღი: 11 April 2017.
- Թադեւոսյան (Tadevosyan), Արա (Ara) (27 March 2012). „Պոնչիկանոցը եւ Կինոգործիչների շենքը' կենդանի պատմություն“ [Ponchikanots building, living history and Filmmakers]. Yerevan, Armenia: Mediamax. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 May 2012. ციტირების თარიღი: 11 April 2017.
- „Մահացել է "Պոնչիկանոցի" ճարտարապետը“ [The architect of "Ponchikanots" has died] (Armenian). Yerevan, Armenia: A1plus. 16 January 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 March 2016. ციტირების თარიღი: 11 April 2017.
- Тер-Аветикян Анна Тиграновна Russian. Armenian Union of Architects (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი 2021.