ანა მარია მარტინოცი

ანა მარია მარტინოცი (იტალ. Anna Maria Martinozzi, ფრანგ. Anne Marie Martinozzi; დ. 1637 — გ. 4 თებერვალი, 1672) — ნახევრად ფრანგი და ნახევრად იტალიელი არისტოკრატი. კარდინალი მაზარინის ძმის შვილიშვილი. კონტის პრინცესა 1654-66 წლებში როგორც არმან I-ის მეუღლე და კონტის ორი პრინცის დედა. დედოფალ ანა ავსტრიელის სასახლის დიასახლისი 1657-66 წლებში.

ანა მარია მარტინოცი
კონტის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 22 თებერვალი, 1654
მმართ. დასასრული: 21 თებერვალი, 1666
წინამორბედი: ლუიზა მარგარიტა დე ლორენი
მემკვიდრე: მარი ანა დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1637
დაბ. ადგილი: რომი, იტალია
გარდ. თარიღი: 4 თებერვალი, 1672, (34-35 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: არმანი, კონტის პრინცი
შვილები: ლუი არმან I, კონტის პრინცი
ფრანსუა ლუი I, კონტის პრინცი
მამა: ჯუზეპე მარტინოცი
დედა: ლაურა მარგერიტა მაზარინი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ანა მარიას გერბი ქორწინებიდან გარდაცვალებამდე

მარია ანა მარტინოცი დაიბადა 1637 წელს რომში, პაპის სამფლობელოში. იგი იყო იტალიელი დიდგვაროვნის, ჯუზეპე მარტინოცისა და მისი მეუღლის, საფრანგეთში დიდი გავლენის მქონე კარდინალი მაზარინის ძმის შვილის, ლაურა მარგერიტა მაზარინის ქალიშვილი. კარდინალი მაზარინს თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდა მეფე ლუი XIV-ის დედა, დედა-დედოფალი და რეგენტი ანა ავსტრიელი და ამას გარდა იგი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრიც იყო. მარია ანას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავდა, სახელად ლაურა, რომელიც შემდგომში მოდენას ჰერცოგინია გახდა.

მარია ანა მალევე კარდინალ მაზარინთან გაიგზავნა საფრანგეთის სამეფო კარზე აღსაზრდელად, სადაც მას ზრდიდნენ მისი დეიდები: ლაურა, მარია, ოლიმპია და ჰორტენზია მანჩინები. ამ ქალბატონებს სამეფო კარზე დიდი გავლენა ჰქონდათ, მარია მანჩინი კი ლუი XIV-ის საცოლედაც კი მოიაზრებოდა.

1654 წელს მარია ანა ცოლად შერთეს მეფის ბიძაშვილს, კონტის პრინც არმან I-ს. ქორწინება 22 თებერვალს შედგა ლუვრის სასახლეში.

1668 წლის 24 მარტს მან შეასრულა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალ ანრიეტა მარია ფრანგის როლი საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონის მარიონეტულ ნათლობაში.

მარია ანა გარდაიცვალა 1672 წლის 4 თებერვალს პარიზში, 34-35 წლის ასაკში.

  1. ლუი (1658), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ლუი არმან I (1661-1685), კონტის პრინცი. ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და ლუიზა დე ლა ვალიერის ასული მარი ანა დე ბურბონი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. ფრანსუა ლუი I (1664-1709), კონტის პრინცი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, კონდეს პრინც ანრი ჟიულისა და ანა ჰენრიეტა კურპფალცელის ასული მარი ტერეზ დე ბურბონი, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა;

ლიტერატურა

რედაქტირება