ანატოლი რეინგარდი

გეოლოგი

ანატოლი რეინგარდი (რუს. Рейнгард, Анатолий Людвигович; დ. 10 ოქტომბერი [ძვ. სტ. 28 სექტემბერი], 1879, ხარკივი, — გ. 1 ოქტომბერი 1945, ტომსკი) — რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937). 1903 წელს დაამთავრა ხარკივის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.[1] გეოგრაფიის პროფესორი იქვე. აგრეთვე 2 წელი სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში. 1930-იან წლებში ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტის უფროსი გეოლოგი. გეომორფოლოგიისა და მეოთხეული გეოლოგიის სპეციალისტი. 1937 წლის სექტემბერ-დეკემბერში პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალი დასდეს შპიონაჟში. სამეცნიერო ექსპედიციურ გამოკვლევებს მეტწილად კავკასიასა და ფერღანაში ატარებდა.[2] ანატოლი რეინგარდს ეკუთვნის პირველი ცნობები საქართველოს გეომორფოლოგიის შესახებ (1917).[3] მის შრომებში ვხვდებით აგრეთვე საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთოდ კავკასიის ყელის ტერიტორიის გეომორფოლოგიური დარაიონების ცდას (1912, 1937, 1941 წწ.).[4]

ანატოლი რეინგარდი
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი (10 ოქტომბერი), 1879
დაბ. ადგილი ხარკივი
გარდ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1945(1945-10-01) (66 წლის)
გარდ. ადგილი ტომსკი
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
  1. ანატოლი რეინგარდი. ბიოგრაფია.[მკვდარი ბმული]
  2. ანატოლი რეინგარდი. ბიოგრაფია.[მკვდარი ბმული]
  3. ასლანიკაშვილი ა., ბალავაძე ბ., თევზაძე ნ., ცაგარელი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქართველოს სსრ, 1981 წ. გვ. 198-201.
  4. მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქართველო: ცოდნა, გვ. 35-48. 1964.