ანანურის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი
ანანურის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის აღმოსავლეთით, ნასოფლარ ფიტავთან, პირდაპირებად წოდებულ ადგილზე. თარიღდება III საუკუნით. 1975 წელს მცირე გათხრები ჩაატარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სამაროვანი დაზიანდა საქართველოს სამხედრო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობის დროს. გაითხარა ხუთი ქვისსამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა: ბრინჯაოს სამი საკინძი შენობის გამოსახულებანი თავით და მინის ბეჭედი. სამარხებში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ქრისტიანული წესით. გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კალანდაძე ზ., ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 214.