ანანურის ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი
ანანურის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში, ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლის ქვედა ციხის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნამოსახლარი 1978 წელს გათხარა ივანე ჯავახისთვილის სახელობის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). გამოვლინდა ორ ტერასაზე განლაგებული ქართული აგურით ნაშენი სამი საცხოვრებელი ნაგებობა, ექვსი თონე და ერთი სანაცრე. აღმოჩნდა ევროპული და რუსული ფაიფურის ნაწარმისა (XVlll-XlX საუკუნეები) და თიხის ჭურჭლის ნატეხები. მოპოვებული მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორბენაძე. ბ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 212.