ანანურის ანდრიაანთ სახლი

ანანურის ანდრიაანთ სახლიარქიტექტურული ძეგლი დგას დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლის სამხრეთით. აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. სახლი ორსართულიანია (27,2 x 9,1 მეტრი), ნაშენია აგურითა და ქვიშაქვით. ორივე სართული გეგმით ერთნაირია. ჩრდილოეთის კედელი ყრუა, სამხრეთით ხისსვეტებიანი ღია აივანია; ყოველ სართულზე ხუთი მოსაზღვრე ოთახია. ოთახების კარ-სარკმელები აივანზე გამოდის, I სართულზე აივნის სვეტები ოთხკუთხაა და ქვის ბაზისებზე დგას. II სართულის სვეტები წრიულია, სვეტებს შორის მოაჯირი შემკულია ჭვირული ორნამენტით. II სართულის აივანს აღმოსავლეთიდან ორმარშიანი კიბე აქვს მიდგმული. II სართულის კარ-სარკმელი შემკულია ჰორიზონტალურად თაროთი გაერთიანებული ოთხსაფეხურიანი ნახევარწრიული თავსართებით. კარ-სარკმელს შორის პილასტრებია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობა. სახლს ხის ნივნივებზე გამართული სხვენი აქვს. სხვენზე ასასვლელი კიბე II სართულის სქელ კედელშია ჩაყოლებული. სახურავი თუნუქისაა.

ლიტერატურა

რედაქტირება