ანანიაშ ზაიონჩკოვსკი

ანანიაშ ზაიონჩკოვსკი (პოლ. Ananiasz Zajączkowski; დ. 12 ნოემბერი, 1903, ვილნიუსი, — გ. 6 აპრილი, 1970, რომი) — პოლონელი აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი. ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი (1935), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1952).

ანანიაშ ზაიონჩკოვსკი
პოლ. Ananiasz Zajączkowski
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1903(1903-11-12)[1] [2]
დაბ. ადგილი ტრაკაი
გარდ. თარიღი 6 აპრილი, 1970(1970-04-06)[1] [2] (66 წლის)
გარდ. ადგილი რომი
დასაფლავებულია Cmentarz Karaimski
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
Polish People's Republic
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნე
მუშაობის ადგილი ვარშავის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი და იაგელონის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი
ჯილდოები პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, პოლონეთის აღორძინების ორდენის ოფიცერი და სახალხო პოლონეთის 10 წლისთავის აღსანიშნავი მედალი

დაამთავრა იაგელონის უნივერსიტეტი (კრაკოვი). მუშაობდა ვარშავის უნივერსიტეტში. 1953-1968 წლებში იყო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. მუშაობდა ორიენტალისტიკის მრავალ დარგში — თურქოლოგია, ირანისტიკა, არაბისტიკა. გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური ნაშრომები შავიზღვისპირეთის და კასპიისპირეთის თურქულენოვანი ხალხების, კერძოდ, თურქული, ყივჩაყური და ხაზარული ენების შესახებ. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა ნიზამის პოემის „ხოსროვ და შირინის“ გამოკვლევამ. დიდი ღვაწლი მიუძღვის მამლუქურ-ყივჩაყური ძეგლების შესწავლა-გამოცემის საქმეში.

ზაიონჩკოვსკის მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ აღმოსავლეთმცოდნეებთან: გიორგი წერეთელთან, სერგი ჯიქიასთან. რამდენჯერმე იყო საქართველოში. 1966 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 300.
  • ჯიქია ს., აკადემიკოსი ანანიაშ ზაიონჩკოვსკი (1903–70). გახსენება, {თსუ შრომები}, 1976, ტ. 180 (აღმოსავლეთმცოდნეობის სერია).
  • Джикия С. С., Церетели Г. В., Из истории польского востоковедения, «მაცნე», 1964, №6.