ანალოგია (ენათმეცნიერება)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანალოგია.

ანალოგია — ერთმანეთთან მიმართებაში მყოფი ენობრივი ფორმების ურთიერთგავლენა, როდესაც ამ ფორმებს შორის ნაწილობითი თანხვედრაა მნიშვნელობით ან ბგერადობით. ანალოგია ენის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. ანალოგიით შეიძლება შეიცვალოს როგორც სიტყვის ბგერადობა(„დაჯედ“ შეიცვალა „დაჯექ“-ით, „დადექ“-ის ანალოგიით), ისე სინტაქსური ყალიბი(დიალექტიკური:„კაცმა წავიდა“, „კაცმა გააკეთას“ ანალოგიით)[1]; მაგრამ იგი უფრო გავრცელებულია ფლექსიასა და სიტყვათწარმოებაში(„უთქვამს“, „უნახავს“ ტიპის შეცვლა „უთქვია“, „უნახია“ ფორმით, „გაუკეთებია“ ფორმის ანალოგიით). ანალოგიის თავისებური სახეობაა ხალხური ეტიმოლოგია და კონტამინაცია.

ენათმეცნიერება
თეორიული ენათმეცნიერება
მორფოლოგია
სემასიოლოგია
ენათმეცნიერული ტიპოლოგია
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება
ინტერნეტ ენათმეცნიერება
ფსიქოლინგვისტიკა
დაკავშირებული სტატიები
ენათმეცნიერების სია
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში

სინატქური ყალიბის შეცვლის მაგალითია რუსულში сын სიტყვის ნათესაობითი ბრნუნვაში сыну-დან сына-ზე ტრანსფორმაცია(სხვა სიტყვების ანალოგიით. როგორებიცაა:стола, раба...)[2]


  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 425.
  2. Советский энциклопедический словарь 1982; გვ.54