ანაკოფიის ბრძოლა — ბრძოლა ქართლის ერისმთავრისა და აფხაზთა ერისთავის გაერთიანებულ მხედრობასა და არაბთა ლაშქარს შორის VIII საუკუნის 30-იან წლებში, ანაკოფიის ციხე-ქალაქთან. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ამ ბრძოლაში ქართველთა და აფხაზთა ლაშქარმა, რომელსაც სათავეში ედგნენ სტეფანოზ ქართლის ერისმთავრის ძენი არჩილი და მირი, დაამარცხა არაბები, რომელთაც სარდლობდა მურვან ყრუ, რომლის შემდეგ ისინი დასავლეთ საქართველოდან უკუიქცნენ. „დავით და კონსტანტინეს მარტვილობის“ მიხედვით კი ქართველთა მცირე ლაშქარი ამ ბრძოლაში დამარცხებულა და შემდეგ არაბებს ეგრის-აფხაზეთის მთელი ზღვის სანაპირო აუოხრებიათ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება