ამურსკი
ამურსკი[3] (რუს. Амурск) — ქალაქი რუსეთში, ხაბაროვსკის მხარის სამხრეთ ნაწილში, ამურსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 39 046 მცხოვრები (2019).[2] მდებარეობს შუა ამურის დაბლობზე, მდინარე ამურზე, რკინიგზის სადგურ მილკიდან 16 კმ-ში. დაარსდა 1958 წელს, როგორც ამურის კომსომოლსკის სამრეწველო თანამგზავრი. 1973 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ქალაქში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ავიაციის საწარმოო გაერთიანება (თვითმფრინავების და სხვ. წარმოება), „ამურმაშ“ (აკუმულატორებისა და სხვ. წარმოება), „ვიმპელ“ (სპეცპროდუქცია სახელმწიფო შეკვეთებზე, სახალხო მოხმარების საქონელი), ცელულოზა-მუყაოსი და ავეჯ-ხის დასამუშავებელი კომბინატები, ქარხანა „პოლიმერ“ და სხვ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ცელულოზა-ქაღალდის ტექნიკუმი,[4] რომელსაც 1997 წელს შეეცვალა სახელიც და სპეციალიზაციაც და ეწოდა სამრეწველო-ეკონომიკური.[5]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ამურსკი რუს. Амурск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ხაბაროვსკის მხარე | ||||
მუნიციპალური რაიონი | ამურსკი | ||||
კოორდინატები | 50°13′00″ ჩ. გ. 136°54′00″ ა. გ. / 50.21667° ჩ. გ. 136.90000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1958 | ||||
ადრეული სახელები | პადალი-ვოსტოჩნოე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1973 | ||||
ფართობი | 146,4[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 50 მ | ||||
კლიმატის ტიპი | ზომიერი კონტინენტური, მუსონურის სიჭარბით | ||||
ოფიციალური ენა | რუსული | ||||
მოსახლეობა | 39 046[2] კაცი (2019) | ||||
სიმჭიდროვე | 269,28 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები (87%), ნანაელები (10%) და სხვ. | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+10 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 42142 | ||||
საფოსტო ინდექსი |
682640, ОПС1-682641, ОПС3-682643, ОПС4-682644, ОПС5-682645 | ||||
ოფიციალური საიტი | https://amursk.ru | ||||
ლიტერატურა
რედაქტირება- Агирречу А. А. АМУРСК დაარქივებული 2019-07-28 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 1. Москва, 2005, стр. 635.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Концепция развития туризма в поселении «Поселок Амурск» на 2011-2013 годы. — Администрация городского поселения. 2010
- ↑ 2.0 2.1 Численность населения Хабаровского края по муниципальным образованиям на 1 января 2019 года[მკვდარი ბმული]
- ↑ ელერდაშვილი ა., ამურსკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ Амурск // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.
- ↑ История становления Амурского целлюлозно - бумажного техникума