ამსტერდამ-ნიუ-ვესტი

ამსტერდამ-ნიუ-ვესტი („ახალი დასავლეთი“) — ერთ-ერთი რაიონი (stadsdeel) ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, რომელიც მოიცავს ქალაქის უკიდურეს დასავლეთ მხარეს. რაიონს სტატუსი 2010 წელს მიენიჭა, მას შემდეგ, რაც გაერთიანდა სამი რაიონი Osdorp, Geuzenveld-Slotermeer და Slotervaart. 2013 წლის აღწერით, რაიონში ცხოვრობდა თითქმის 142 000 მოსახლე.[1]

რაიონი
ამსტერდამ-ნიუ-ვესტი
Amsterdam Nieuw-West

ამსტერდამ-ნიუ-ვესტი
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
დაქვემდებარება რაიონი
რეგიონი ჩრდილოეთი ჰოლანდია
კოორდინატები 52°21′49″ ჩ. გ. 4°48′24″ ა. გ. / 52.36374194° ჩ. გ. 4.80686194° ა. გ. / 52.36374194; 4.80686194
დაარსდა 2010
ფართობი 32.38 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 142 000 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 020
საფოსტო ინდექსი 1017 SG
ოფიციალური საიტი http://www.nieuwwest.amsterdam.nl/
ამსტერდამ-ნიუ-ვესტი — ნიდერლანდები
ამსტერდამ-ნიუ-ვესტი

ამსტერდამის ყველაზე დასახლებული უბანი, აშენდა, მას შემდეგ, რაც 1950 წელს დამტკიცდა ქალაქის გაფართოების გეგმა, რომელიც დაფუძნებული იყო ქალაქ-ბაღნარის კონცეფციაზე.

ამსტერდამ-ნიუ-ვესტი არის გაშლილი, მჭიდროდ დასახლებული დასახლება დასავლეთ ამსტერდამში. იგი მდებარეობს ამსტერდამის ყოფილი მუნიციპალიტეტის სლოტენის ადგილას, ქალაქის დათარიღებულია 1063 წლით, რომელიც გახდა რაიონის ნაწილი. ქალაქის დასავლეთ ნაწილი განვითარება დაიწყო 1935 წელს, როდესაც მიიღეს ქალაქის გაფართოების გენერალური გეგმა (Algemeen Uitbreidingsplan). რაიონის ცენტრში არის ტბა სლოტერპლასი (Sloterplas), რომელსაც გარს აკრავს დიდი პარკი სლოტერპარკი (Sloterpark).  უძველესი ქალაქ-ბაღნარის უბნებია: Slotermeer, Geuzenveld, Slotervaart, Overtoomse Veld და Osdorp. 1990-იან წლებში, კიდევ რამდენიმე უბანი განვითარდა: Oostoever, Nieuw Sloten და De Aker.

ამსტერდამ-ნიუ-ვესტი ოფიციალურად შედგება შემდეგი ცხრა უბნისგან, როგორც განსაზღვრული რაიონის ადმინისტრაცია:[2]

  • De Aker
  • Geuzenveld
  • Nieuw-West Midden
  • Osdorp West
  • Sloten en Nieuw-Sloten
  • Slotermeer Oost
  • Slotermeer West
  • Slotervaart Noord
  • Slotervaart Zuid
  1. Stadsdelen in cijfers 2013 (Dienst Onderzoek en Statistiek). Research and Statistics Department, City of Amsterdam (2013-10-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-13. ციტირების თარიღი: 2014-08-08.
  2. De negen wijken van Nieuw-West. Borough of Amsterdam Nieuw-West. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-23. ციტირების თარიღი: 21014-08-09.