ამსტერდამის დამცავი ხაზი
ამსტერდამის დამცავი ხაზი (Stelling van Amsterdam) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ნიდერლანდებში, 135 კმ სიგრძის თავდაცვითი ნაგებობა ამსტერდამის გარშემო. მოიცავს 42 ციხესიმაგრესა და ე. წ. „წყლის ხაზს", დაბლობებს, რომლებიც ადვილად იტბორებოდა, რაც თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო.
ამსტერდამის დამცავი ხაზი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნიდერლანდი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 52°22′28″ ჩ. გ. 4°53′35″ ა. გ. / 52.37444° ჩ. გ. 4.89306° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 759 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 759 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დამცავი ხაზი 1880 - 1920 წლებში აშენდა. აეროპლანისა და ტანკის გამოგონების შემდეგ, ანუ სისტემის დასრულებისას ის უკვე მოძვლებული იყო. შემადგენელი ციხესიმაგრეების უმრავლესობა ქალაქის მმართველობის მიერ კონტროლდება და შესაძლებელია მათი დათვალიერება.