ამრ მუსა
ამრ მუჰამედ მუსა (არაბ. عمرو محمد موسى; 3 ოქტომბერი 1936, კაირო ეგვიპტე) — ეგვიპტელი დიპლომატი. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი 1991-2001 წწ. არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი 2001-2011 წწ.
ამრ მუსა | |
არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივნისი 2001 – 1 ივნისი 2011 | |
წინამორბედი | აჰმედ ისმათ აბდელ მაგიდი |
მემკვიდრე | ნაბილ ალ-არაბი |
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1991 – 2001 | |
წინამორბედი | აჰმედ ისმათ აბდელ მაგიდი |
მემკვიდრე | აჰმედ მაჰერი |
დაბადებული | 3 ოქტომბერი 1936 კაირო ეგვიპტე |
ეროვნება | ეგვიპტელი |
რელიგია | ისლამი |
1957 წელს კაიროს უნივერსიტეტის დამთავრებისა და იურისტის ხარისხის მოპოვების შემდეგ დაიწყო დიპლომატიური კარიერა. 1958-1978 წწ. მუშაობდა შვეიცარიაში ეგვიპტის საელჩოში და გაეროს ეგვიპტის მისიაში. 1974-1977 წლებში იყო ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი. 1977-1981 და 1983-1990 წწ. ეკავა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა. 1991-2001 წწ. ეგვპტის საგარეო საქმეთა მინისტრია, ხოლო 2001-2011 წწ. სათავეში ედგა არაბული ქვეყნების ლიგას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- BBC profile
- Medea დაარქივებული 2011-04-24 საიტზე Wayback Machine.