ამპელოგრაფია
ამპელოგრაფია (ბერძ. ἄμπελος [ampelos] — „ვაზი“ და γράφος [graphō] — „ვწერ“) — ვაზის სახეობებისა და ჯიშების შემსწავლელი მეცნიერება.
XIX საუკუნის დასაწყისში ამპელოგრაფია გამოყენებითი ბოტანიკის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა. 1873 წელს ვენაში შეიქმნა საერთაშორისო ამპელოგრაფთა კომისია, რომელმაც დაადგინა ვაზის ჯიშების აღწერის ერთიანი სისტემა. ამპელოგრაფია არის ზოგად და კერძო. ზოგად ამპელოგრაფია შეისწავლის ვაზისებრთა ოჯახის სისტემატიკის საკითხებს, გვარებს სახეობებს, ჯიშებსა და ველურად მოზარდი ვაზის ფორმების წარმოშობას, გავრცელებასა და განვითარებას; კერძო ამპელოგრაფია — ვაზის ჯიშებისა და პოპულაციების ბოტანიკურ, ბიოლოგიურ და სამეურნეო ნიშან-თვისებებს, ახდენს ჯიშების შერჩევასა და დარაიონებას განსაზღვრული ეკოლოგიური პირობებისათვის. ამპელოგრაფიული სამუშაოები ტარდება საწარმოო და საკარმიდამო ვენახებში, ამპელოგრაფიულ კოლექციებში.
საქართველოში პირველი ამპელოგრაფიული კოლექცია (1000-მდე ჯიში) შეიქმნა 1931 წელს თელავის მევენახეობა-მეღვინეობის საკავშირო ინსტიტუტთან (ახლანდელი საქართველოს, მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგური). 1947 წელს სოფელ დიღმის ტერიტორიაზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა დიდი მნიშვნელობის კოლექციას (1200-მდე ჯიში). 1967 წელს მის ბაზაზე იქვე შეიქმნა უფრო სრულყოფილი კოლექცია და კომპლექსური ლაბორატორია (რომელიც მოიცავდა 2500-მდე ჯიშსა და სახეობას). რაიონული და რესპუბლიკური მნიშვნელობის კოლექციებია საქარაში, ქედაში, გუდაუთასა და სენაკში. ხანგრძლივი საექსპედიციო და სტაციონარული კვლევის შედეგად საქართველოში გამოვლენილი და შესწავლილია 600-ზე მეტი აბორიგენული ჯიში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 138.
- Jancis Robinson's Guide to Wine Grapes (OUP, ISBN 0-19-860098-4) is a cut-down version of her earlier Vines, Grapes & Wines: The Wine Drinker's Guide to Grape Varieties
- Kerridge, George & Antcliff, Allan (1999) Wine Grape Varieties CSIRO Publishing, ISBN 0-643-05982-2 is a good book from Australia aimed at growers
- Rendu,Victor (1857) Ampélographie française Paris
- Schneider, Anna; Mainardi, Giusi; Raimondi, Stefano; ed. (2012) Illustrated Historical Universal Ampelography, L'Artistica Editrice, Savigliano.
ამპელოგრაფია ვიქსიკონში |