„ამომავალი მზე“ქართული სამეცნიერო-ლიტერატურული ჟურნალი. ქართველ სტუდენტთა ორგანო. ერთადერთი ნომერი გამოვიდა 1909 წელს თბილისში. მასში დაბეჭდილია სტუდენტთა სტატიები, რეცენზიები, ინფორმაციები და მხატვრული ნაწარმოებები, პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა ქართული წრის საზაფხულო მუშაობის გეგმა და სხვა. რედაქტორ-გამომცემელი — ბ. ტყემალაძე.

ლიტერატურა

რედაქტირება