ამოკით შეპყრობილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამოკით შეპყრობილი ან ამოკი (გერმ. Amok) 一 ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის ნოველა, რომელიც, თავდაპირველად, 1922 წელს, ჟურნალ Neue Freie Presse-ში გამოქვეყნდა. მალევე, ამოკი ინაცვლებს მოთხრობების ანთოლოგიაში, სახელად ამოკი: ნოველები სიყვარულზე. ვინაიდან ცვაიგი მოხიბლული იყო ზიგმუნდ ფროიდით და მის შემოქმედებას ეტრფოდა, ნაწარმოებმაც განიცადა მისი ზეგავლენა, კერძოდ კი იგი ნათლად შეიცავს ფსიქოანალიტიკის ელემენტებს, აგრეთვე წინა პლანზეა წამოწეული პროტაგონისტის ალტრუისტული შეშფოთება.[1] მოთხრობა, ერთგვარად, მოგვითხრობს მანიაკალური აკვიატების შესახებ, რომლის გამოც მთავარი გმირი გადაწყვეტს, თვით საკუთარი პროფესიული და პირადი ცხოვრებაც კი გაწიროს, რაც, საბოლოოდ, მას თვითმკვლელობამდე მიიყვანს.

„ამოკით შეპყრობილი“
Amok

პირველი გერმანული გამოცემა
ავტორი შტეფან ცვაიგი
ქვეყანა ავსტრია
ენა გერმანული
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი 1922
მედია ბეჭდური

ნაწარმოების სათაური მომდინარეობს ინდონეზიური წარმოშობის ტერმინიდან 一 “ამოკი“. მსგავსი სიტყვების გამოყენებას იმდროინდელი ევროპული დიასპორა მიჩვეული არ იყო, თავად ტერმინი, თავისი დეფინიციით, მიესადაგება ისეთ პიროვნებას, რომელიც კონტროლის გარეშე, გაშმაგებული ინტენსიურობით მიისწრაფვის მოკლას მტერი, ანდაც, ზოგადად, შეასრულოს ნეისმიერი სახის დავალება.

ნაწარმოების დასაწყისში მკითხველი ეცნობა უსახელო ნარატორს, რომელიც აზიიდან ევროპისკენ მიემართება, ლაინერში მჯდომარე. თავდაპირველად, ნაწარმოების დასაწყისში, მთხრობელი დეტალურად აღწერს გემბანზე არსბეულ ვითარებასა და გარშემომყოფთა შესახებ დეტალურად აწვდის მკითხველს ინფორმაციას, ახსენებს ლაინერის თავზე მოციმციმე სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედს და ყოველდღიურად დასავლეთის ჰორიზონტზე ჩამავალ მზეს. ერთ ღამეს მთხრობელი გაეცნობა პიროვნებას, რომელიც სტხოვს ნარატორს, მისი გემზე ყოფნის შესახებ არაფერი თქვას. მათ შორის ბაასი იმართება, პროტაგონისტი კი ახალგაცნობილის სახეს ვერ ხედავს, ის მხოლოდ მის სილუეტს არჩევს. მათ შორის იმართება გულწრფელი საუბარი, რომელშიც ერთი, მეორის მიმართ ნდობით გამსჭვალული, ცდილობს გული გადაუშალოს, მოუყვეს ის, რაც მას აწუხებს ამდენი ხნის განმავლობაში და უყვება მას ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს.

ის იწყებს მოყოლას იმის შესახებ, თუ როგორ მოაწერა ხელი გრძელვადიან კონტრაქტს, ტოვებს ნიდერლანდებს და შორეულ ტროპიკულ წერტილში მიემგზავრება სამედიცინო სამსახურეობრივი მიზნით. უცხო ქვეყანაში დიდი ხნით ყოფნის გამო, ის მალე სასოწარკვეთას მიეცემა. ერთ დღეს მასთან ერთი დიდგვაროვანი ქალბატონი მოდის და ფარულად სთხოვს, შეაწყვეტინოს ორსულობა, დაეხმაროს აბორტის გაკეთებაში, თან ის ამის სანაცვლოდ ექიმს დიდ თანხას სთავაზობს, თუმცა გრძნობამოზღვავებული ექიმი უარს ამბობს და შემდეგ შეხვედრას დაუთქვამს. ქალი თავს დამცირებულად გრძნობს და სახლიდან გარბის. თავისი საქციელის მოსანანიებლად ექიმი ქალს დაედევნება, თუმცა ვერ დაეწევა.

მოგვიანებით, ექიმი იგებს, რომ ქალბატონი არის გავლენიანი ვაჭრის ცოლი და რომ კეთილშობილური ინგლისური ოჯახიდანაა. ქმარი დიდი ხანია ამერიკაშია და სადაცაა მალე უნდა დაბრუნდეს.

ექიმი დიდი ხნის განმავლობაში აკვიატებულ მდგომარეობაშია, სურს, მოინანიოს საკუთარი საქციელი და დაეხმაროს ქალს ქმრისადმი ღალატის დამალვაში. თუმცა ქალი მას უფრო და უფრო უფრთხის. საბოლოოდ, ქალი იძახებს ექიმს იმის სათხოვნელად, რომ ეს ამბავი გაუსაჯაროებელი დარჩეს. ექიმი მას აგონიაში მყოფს გაესაუბრება და პირობას მისცემს, რომ თვით სიცოცხლის ფასად არ გაავრცელებს ქალის თავს გადამხდარ ამბავს.

კავშირი ქართულ კინემატოგრაფიასთან

რედაქტირება

მოთხრობა საფუძვლად დაედო კოტე მარჯანიშვილის 1927 წლის ფილმს 一 ამოკი 一, რითაც იგი ქართულ კინემატოგრაფიაში იქცა პირველ, უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაყრდნობილ, ეკრანიზაციად.[2][3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Howard M. Sachar (29 October 2014). The Assassination of Europe, 1918-1942: A Political History. University of Toronto Press, გვ. 400. ISBN 978-1-4426-0918-1. 
  2. https://www.youtube.com/watch?v=WS9CXMr_8wY
  3. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98_(%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%98)